მთავარისიახლეებისაზოგადოებასაზოგადოებრივი ასამბლეა მედიის უფლებების დამცველ ორგანიზაციებს მიმართავენ

საზოგადოებრივი ასამბლეა მედიის უფლებების დამცველ ორგანიზაციებს მიმართავენ

Published on

საზოგადოებრივი ასამბლეა საგანგებო განცხადებას აკეთებს – სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მედიის უფლებათა დამცველ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს მიმართავენ.

საზოგადოებრივი ასამბლეის წევრები მოითხოვენ, რომ მედიის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა შეაფასონ საქართველოში ივანიშვილის რეჟიმის მიერ კრიტიკული ჟურნალისტების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიზანმიმართული დევნა და რეპრესიები.

ამასთან, საზოგადოებრივი ასამბლეა მესამე სექტორს მოუწოდებს, გამოიყენოს ყველა ლეგიტიმური საშუალება, რომლითაც მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებისა და ჟურნალისტების ციხეში გამოკეტვის საქმეებს გამოიძიებს.

დღეს, საქართველოში მედიისა და გამოხატვის თავისუფლება საფრთხეშია, დე ფაქტო ხელისუფლება რეპრესიული კანონების მიღებითა და ზღვარ გასული ძალის გამოყენებით მიზანმიმართულად ცდილობს ჩაახშოს დამოუკიდებელი მედია და მასობრივი პროტესტი, რომელიც გამოიწვია რეჟიმის მიერ ქვეყნის ევროპული გეზიდან გადახვევამ.

სახელმწიფო ინსტიტუციები, მათ შორის, სასამართლო ქცეულია პოლიტიკური დაკვეთის ინსტრუმენტად. დღეს საქართველოში ორი ჟურნალისტია პოლიტიკური მოტივით დაკავებული. მათ დაკავებისთანვე პროტესტი უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართეს. “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 30 დღეზე მეტია შიმშილობს, ხოლო აფგან სადიგოვი 140- დღეზე მეტია. ის 2 თებერვლიდან მიმართავს მშრალ შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. 2024 წლის საპროტესტო აქციებზე პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს ჟურნალისტები დაზიანდნენ და არცერთი საქმე არ არის გამოძიებული.

თავისუფალი სიტყვისა და ობიექტური ჟურნალისტიკის წინააღმდეგ რეპრესიების სხვადასხვა ფორმა გამოიყენება, მაგალითად უცხოური გამჭვირვალობის კანონის ამოქმედებისას სამ მედია საშუალებას მოუწია საქმიანობის შეჩერება. ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლობის წამყვანს, ვასილ ივანოვ ჩიქოვანს შეჩერებული აქვს დროებით საქმიანობა. ჩვენ მოგიწოდებთ მედიის უფლებების დამცველ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, მისცეთ მკაფიო შეფასება დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული კანონდარღვევას და მიზანმიმართულ დევნას. გთოვთ გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებულიყო ყველა ლეგიტიმური საშუალება პოლიტიკური მოტივით დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლებისა და აქციაზე დაზარალებული ჟურნალისტების საქმეების გამოძიების მიზნით და ამ გზით გამოხატოთ სოლიდარობა კოლეგების მიმართ”, – განაცხადეს საზოგადოებრივი ასამბლების წარმომადგენლება.

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...