მთავარისიახლეებისაზოგადოებამიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პრეზიდენტი ზურაბიშვილი მივიდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პრეზიდენტი ზურაბიშვილი მივიდა

Published on

მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი უკვე მივიდა – სალომე ზურაბიშვილი 14 თებერვალს ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. აუდიენცია ლიეტუვისა და ლატვიის პრეზიდენტებთან და ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორთან, კეტრინ დე ბოლსთანაც ჩაინიშნა.

მიუნხენში უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე ლიდერები მთელი ევროპიდან და ამერიკიდან იმსჯელებენ, რა უნდა გააკეთოს მსოფლიომ პუტინის აგრესიის შესაკავებლად და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჩამოსაყალიბებლად.

მიუნხენშია ასევე უკრაინის პრეზიდენტიც, რომელმაც უცხოელ ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაც გამართა.

ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს და აცხადებს, რომ თუ ქვეყანას ნატოში არ მიიღებენ, მათ ცოცხალი ძალა და იარაღი დასჭირდებათ.

მე ვერ ვხედავ, რომ ამერიკას ომის დასრულების მზა გეგმა აქვს. მქონდა ვრცელი საუბარი ტრამპთან, ეს საკმარისია გარკვეული დეტალების განსახილველად, მაგრამ არაა საკმარისი ომის დასრულების გეგმის ჩამოსაყალიბებლად.

ამერიკა და ტრამპი არ არიან მზად ნატოზე სასაუბროდ და მიაჩნიათ, რომ უკრაინა ალიანსში ვერ იქნება, რადგან ეს არის ესკალაცია რუსეთთან. თუ უკრაინა ნატოში არ არის, მაშინ ქვეყანას სჭირდება 1,5 მილიონიანი არმია. საუდის არაბეთსა და თურქეთს ვეწვევი, მაგრამ რუსებთან შეხვედრა არ იქნება”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღეს მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია იხსნება – კონფერენციას, რომელსაც გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გახსნის, სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე ლიდერი და ასობით წარმომადგენელი დაესწრება.

სამხრეთ კავკასიიდან კონფერენციას სომხეთის და აზერბაიჯანის პირველი პირებიც დაესწრებიან და კონფერენციაში მონაწილეობას ამერიკის დელეგაციაც მიიღებს.

სამ-დღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის დებატები მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე. ამასთან, საყურადღებოა, რომ პანელური დისკუსია საქართველოსაც დაეთმობა, რომელიც ცალკე დღის წესრიგში ჩასვეს.

საერთაშორისო დონის კონფერენციას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც დაესწრება. საქართველოს პრეზიდენტს არა მხოლოდ ორმხრივი შეხვედრები ექნება, არამედ ის პანელურ დისკუსიაშიც მიიღებს მონაწილეობას. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა თბილისის დროით 23:00 საათის შემდეგ არის დაგეგმილი.

მიუნხენის კონფერენციაზე არ მიიწვიეს “ქართული ოცნების” რეჟიმის არც ერთი წარმომადგენელი. საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობა ამ ღონისძიებაზე არ დაპატიჟეს.

საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, რომელშიც ივანიშვილის რეჟიმია მოქცეული, სალომე ზურაბიშვილი რჩება ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად, რომელსაც დასავლური სამყარო აღიარებს.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...