“ოცნება“ ქვეყანას რუსეთისკენ მიათრევს – ამის შესახებ ახლადარჩეულმა ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა. როჯერ უიკერმა პოსტის დაკავებისას საქართველოში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და პირდაპირ თქვა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება საქართველოს ევროპული გზიდან დაშორებას ცდილობს.
იმავდროულად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა გზაჯვარედინზე დგას, როცა პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანას რუსეთისკენ მიათრევს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მათ მიერ არჩეული გზიდან დაშორებას ცდილობს. ამ ისტორიულ მომენტში შეერთებულ შტატებს აქვს შესაძლებლობა განახორციელოს პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონულ სტაბილურობას და გააძლიერებს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, რათა გააგრძელოს ამერიკის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დაცვა.”, – განაცხადა უიკერმა.
ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარედ რესპუბლიკელი სენატორი, როჯერ უიკერი აირჩიეს.