მთავარისიახლეებიოლიგარქის, მისი ოჯახის წევრებისა და პროპაგანდისტების სანქცირება, "ოცნების" არ აღიარება და ახალი...

ოლიგარქის, მისი ოჯახის წევრებისა და პროპაგანდისტების სანქცირება, “ოცნების” არ აღიარება და ახალი არჩევნები -ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა

Published on

ევროპარლამენტმა ქართველი ხალხის მხარდამჭერ რეზოლუაციას მხარი დაუჭირა. რეზოლუციას 400-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი.

რეზოლუციის ტექსტში ევროპელი პოლიტიკოსები გმობენ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და “ქართულ ოცნებას” ე.წ. ხელისუფლებად მოიხსენიებენ.

რეზოლუციის ტექსტში, ისინი ოლიგარქის პარტიას მოუწოდებენ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობრივი რეპრესიები მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტების და მედიის წარმომადგენლების მიმართ. ასევე, ხაზგასმულია, რომ “საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლება ამჟამად არღვევს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ადამიანის ძირითად უფლებებს და ქვეყნის ძირითად საერთაშორისო ვალდებულებებს, რითაც ძირს უთხრის ათწლეულების განმავლობაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს, რომელსაც ახორციელებს ქვეყნის პოლიტიკური კლასი და სამოქალაქო საზოგადოება”.

გარდა ამისა, ერთობლივ რეზოლუციაში, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად და პრეზიდენტად არის მოხსენიებული. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის დარეგულირება შესაძლებელია მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით – ასევე ისმის მოწოდება წევრი სახელმწიფოებისა და ევროკავშირის ოფიციალური პირების მიმართ, მკაცრად მოითხოვონ ახალი არჩევნები.

ერთობლივ დოკუმენტში, საუბარია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” სხვა მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესებაზე. ასევე მიიჩნევენ, რომ სანქციები უნდა დაუწესდეთ “ქართული ოცნების” პროპაგანდისტებს, პროპაგანდისტული მედიების ხელმძღვანელებსა და ოლიგარქის პარტიასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს.

რეზოლუციის ტექსტში ასევე მოთხოვნილია პოლიტპატიმრების, მათ შორის რეჟიმის ტყვის, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლება

სიახლეები

საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, ილიაუნთან ერთად

26 აპრილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან...

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? – TI

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? - ამ სათაურით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სტატიას...

მოსამართლემ კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის მეორე დავის განხილვაც შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა. ბათუმელებისა და...