მთავარისიახლეებისაზოგადოებაზელენსკიმ კურსკის ოლქის ნაწილის უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცვლა დაუშვა

ზელენსკიმ კურსკის ოლქის ნაწილის უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცვლა დაუშვა

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების შემთხვევაში, ის მოსკოვს შესთავაზებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებად კურსკის რეგიონის ტერიტორიების გაცვლას უკრაინის იმ ტერიტორიებში, რომელიც რუსული არმიის ოკუპაციის ქვეშაა. ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიტანულ გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„ჩვენ გავცვლით ერთ ტერიტორიას მეორეში“, – თქვა ზელენსკიმ და არ დააკონკრეტა ოკუპირებული ტერიტორიის რა ნაწილს მოითხოვს კიევი კურსკის რეგიონის ნაწილის ნაცვლად – „არ ვიცი, ვნახოთ. მაგრამ ყველა ჩვენი ტერიტორია მნიშვნელოვანია, აქ პრიორიტეტი არ არსებობს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ სურს, რომ მისმა ქვეყანამ იმოქმედოს ძალის პოზიციიდან და ომის დასასრულებლად კიევმა უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიიღოს არა მხოლოდ ევროპისგან, არამედ შეერთებული შტატებისგან.

2024 წლის აგვისტოში უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის რეგიონის ნაწილი დაიკავეს. ექვსთვიანი ბრძოლის შემდეგ რუსეთის არმიამ მოახერხა ტერიტორიის ნაწილზე კონტროლის აღდგენა, მაგრამ რამდენიმე დასახლება, მათ შორის რეგიონული ცენტრი სუჯა, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა.

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის [ISW] 7 თებერვლის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში, 5 კილომეტრით დაწინაურდნენ.

ანექსირებული ყირიმის გარდა, რუსეთის კონტროლის ქვეშაა დონბასის მნიშვნელოვანი ტერიტორიები, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ნაწილი.

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...