მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველო არ შეუერთდება ევროკავშირს თავისი ახლანდელი კურსით - ცაჰკნა

საქართველო არ შეუერთდება ევროკავშირს თავისი ახლანდელი კურსით – ცაჰკნა

Published on

საქართველო არ შეუერთდება ევროკავშირს თავისი ახლანდელი კურსით, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ესტონეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ევროპელი პოლიტიკოსის თქმით, თუ ივანიშვილის ხელისუფლება მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობას განაგრძობს, ევროკავშირი მზადაა, სანქციები გაამკაცროს, მათ შორის, გააუქმოს უვიზო მიმოსვლა.

სამწუხაროდ, ევროკავშირის გაფართოება შეიძლება შეტრიალდეს, რასაც მოწმობს საქართველოში განვითარებული მოვლენები, სადაც მმართველი პარტია ქვეყანას სულ უფრო აშორებს როგორც დემოკრატიას, ასევე დასავლეთზე ორიენტირებულ საგარეო კურსს, რომელიც დასავლეთისკენაა ორიენტირებული. ნათელია, რომ საქართველო არ შეუერთდება ევროკავშირს თავისი ახლანდელი კურსით და ხალხს, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებაშია საქართველოში, ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ჩვენ ვთქვით, რომ ახალი არჩევნების ჩატარება ამ კრიზისიდან გამოსვლის და ნდობის აღდგენის გზაა. თუ [საქართველოს] ხელისუფლება გააგრძელებს ძალადობის გამოყენებას, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ სანქციების გამკაცრება, მათ შორის გავაუქმოთ უვიზო მიმოსვლა, – განაცხადა ცაჰკნამ.

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...