მთავარისიახლეებიISSA-ს კვლევა, გამოკითხულთა 82,1% ფიქრობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია - 77,9%-ის აზრით,...

ISSA-ს კვლევა, გამოკითხულთა 82,1% ფიქრობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია – 77,9%-ის აზრით, პასუხისმგებელი “ქართული ოცნებაა”

Published on

“სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის” (ISSA) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 82,1%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია.

კითხვაზე, მიგაჩნიათ თუ არა, რომ დღესდღეობით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისია, პროცენტები ასე გადანაწილდა:

82,1% – დიახ, მიმაჩნია
12,3% – არა, არ მიმაჩნია
5,4% – არ ვიცი
0,2% – უარი პასუხზე

კითხვაზე, რომელი გამოხატავს საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას, გამოკითხულები ასე პასუხობენ:

38,6% – ერთპარტიული პარლამენტი
33,7% – მასობრივი საპროტესტო გამოსვლები საქართველოში, ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით
11,9% – დასავლეთის მიერ საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაღიარება
13,3% – ქართული ოცნების ანტიკონსტიტუციური ქმედებები
15,4% – პოლიტიკური პატიმრების არსებობა
17,1% – უცხო ქვეყნების/ძალების ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში
11,7% – ოპოზიციური პარტიების დესტრუქციული ქმედებები
7,6% – პოლარიზაციის გამძაფრება
12,6% – ივანიშვილის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების სრული კონტროლი
2,6% – სხვა
2,4% – არც ერთი
4,1% – არ ვიცი
0,5% – უარი პასუხზე

კითხვაზე, ვინ არის საქართველოში არსებულ კრიზისზე პასუხისმგებელი, გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ “ქართული ოცნება”.

77,9% – ქართული ოცნება
16,0% – ნაციონალური მოძრაობა
16,5% – სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები
5,1% – არასამთავრობო ორგანიზაციები/ენჯეოები
3,9% – ევროკავშირი/ევროპის ქვეყნები
2,1% – აშშ
9,1% – რუსეთი
23,6% – ბიძინა ივანიშვილი
1,1% – გლობალური ომის პარტია და “დიპ-სტეიტი”
3,7% – ოპოზიციური მედია
3,2% – სახელისუფლებო მედია
1,5% – სხვა
2,7% – არ ვიცი
0,9% – უარი პასუხზე
კვლევა 2025 წლის 18-30 იანვარს “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა” ჩაატარა. გამოიკითხა 2 000 რესპოდენტი, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. რესპონდენტები შეირჩნენ ოჯახებში შემთხვევითი წესით. კვლევის შედეგები უზრუნველყოფს ±2.2% შერჩევის ცდომილებას მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით.

სიახლეები

საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, ილიაუნთან ერთად

26 აპრილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან...

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? – TI

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? - ამ სათაურით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სტატიას...

მოსამართლემ კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის მეორე დავის განხილვაც შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა. ბათუმელებისა და...