მთავარისიახლეებიოლიგარქის სასამართლომ რუსული კანონის აქციებზე დაკავებული კიდევ 2 პირი დამნაშავედ ცნო და...

ოლიგარქის სასამართლომ რუსული კანონის აქციებზე დაკავებული კიდევ 2 პირი დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში გაუშვა

Published on

ივანიშვილის სასამართლომ რუსული კანონის აქციებზე დაკავებული კიდევ ერთი პირი დამნაშავედ ცნო და 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გიორგი კუჭუაშვილს პოლიციელზე თავდასხმას [353-ე 1 პრიმა მუხლი] ედავებოდნენ. ის 12 მაისს დააკავეს და სასამართლო პროცესები ამ დრომდე მიმდინარეობდა, სავარაუდოდ იგივე მოტივით, რითაც გიორგი ოკმელაშვილის – ვერ მოესწრო პრეზიდენტ ზურაბიშვილს მათი შეწყალება.

ივანიშვილის პროკურატურის მტკიცებით, კუჭუაშვილმა რობოკოპს ბოთლი ესროლა. თავად ბრალდებული მუხლს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ბოთლი ისროლა, თუმცა არა პოლიციის მიმართულებით.

დამნაშავედ ცნეს და 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა დავით კოლდირს, რომელიც ასევე რუსული კანონის აქციებზე დააკავეს და პოლიციის მანქანის დაზიანებას ედავებოდნენ.

შეგახსენებთ, იგივე ბრალდებით გუშინ, 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს გიორგი ოკმელაშვილსაც.

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...