მთავარისიახლეებისაზოგადოებაადვოკატის ინფორმაციით, მძიმეა 20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილის მდგომარეობა, რომელიც 6 დღეა შიმშილობს

ადვოკატის ინფორმაციით, მძიმეა 20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილის მდგომარეობა, რომელიც 6 დღეა შიმშილობს

Published on

ადვოკატის ინფორმაციით, 20 წლის სტუდენტი, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, რომელიც მე-6 დღეა შიმშილობს, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია.

მისი ინტერესების დამცველმა, ელგუჯა ავსაჯანიშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ჯავახიშვილს ისედაც სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა, შიმშილობამ კი მისი მდგომარეობა დაამძიმა.

“ჯავახიშვილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. მას ისედაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. საკმაოდ რთულად იყო. ასევე, არაადამიანური მოპყრობა იყო მის მიმართ – ფაქტობრივად სამარტოო საკნის წესები გაავრცელეს მასზე და ტელევიზორიც კი არ ჰქონდა, რომელიც თავის საკანში ჰქონდა” ამბობს ადვოკატი.

მისივე ინფორმაციით, დღეს ნიკოლოზ ჯავახიშვილს მოინახულებს მისი ოჯახის წევრი, რომელიც შეეცდება დაარწმუნოს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა.

რაც შეეხება 26 წლის რევაზ კიკნაძეს, რომელიც მე-7 დღეა, რაც შიმშილობს, ადვოკატის თქმით, ის ჯავახიშვილთან შედარებით უკეთ გრძნობს თავს.

შეგახსენებთ, რეჟიმის პატიმრებმა, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა და რევაზ კიკნაძემ შიმშილობა “ნეტაგაზეთისა” და ” ბათუმელების” თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად დაიწყეს. თავად ამაღლობელი უკვე მე-16 დღეა, რაც შიმშილობს

სიახლეები

ტრამპზე თავდამსხმელი კალიფორნიელი სკოლის მასწავლებელია

ვაშინგტონში, სასტუმრო Washington Hilton-ში გამართულ თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშამზე მომხდარი სროლის ფაქტთან დაკავშირებით...

თეთრი სახლის საზეიმო ვახშამზე, სადაც დონალდ და მელანია ტრამპები იმყოფებოდნენ, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

ვაშინგტონში, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამზე შეიარაღებული ინციდენტი მოხდა, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტის...

საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, ილიაუნთან ერთად

26 აპრილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან...

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...