მთავარისიახლეებირიგითი დეპუტატის ხელფასი დაახლოებით 30-ჯერ აღემატება პენსიონერის პენსიას; ავტომობილებით მომსახურება მილიონობით ფულს...

რიგითი დეპუტატის ხელფასი დაახლოებით 30-ჯერ აღემატება პენსიონერის პენსიას; ავტომობილებით მომსახურება მილიონობით ფულს შთანთქავს ბიუჯეტიდან – გოცირიძე

Published on

გაზრდილი ხელფასები და მანქანების მომსახურება – რომან გოცირიძე იმ ხარჯებზე წერს, რომელიც “ოცნების” თვითგამოცხადებული დეპუტატების კომფორტისთვის ბიუჯეტიდან იხარჯება. მისი თქმით, რიგითი დეპუტატის ყოველთვიური ხელფასი დაახლოებით 30-ჯერ აღემატება პენსიონერის ყოველთვიურ პენსიას

“დეპუტატებმა ხელფასები ორნახევარჯერ გაიზარდეს. ეს ზრდა “ჩვეულებრივ” დეპუტატებს ეხება, თორემ “არაჩვეულებრივების” ანაზღაურება კიდევ უფრო მეტად გაიზარდა.

პარლამენტში ყოველ მეორე დეპუტატს რაიმე სახის მოგონილი თანამდებობა აქვს. მაგალითად, 16 კომიტეტის თავმჯდომარეს 38 მოადგილე ჰყავს, აქედან თითო კომიტეტში ერთი ე. წ. მანქანიანი მოადგილეა. გარდა იმისა, რომ ხელფასი მეტი აქვთ, პერსონალური მანქანებიც ემსახურებათ. გამოდის, რომ მხოლოდ კომიტეტის თავმჯდომარეებს და მის მოადგილეებს, რომლებიც ყველა “ქართული ოცნების” წევრია, 32 პერსონალური ავტომობილი ემსახურება, რაც მძღოლის ხელფასთან, საწვავის, შეკეთებისა და დაზღვევის ხარჯებთან ერთად მილიონობით ფულს შთანთქავს ბიუჯეტიდან.

ასევე მაღალხელფასიანი და “მანქანიანი” თანამდებობებია უამრავი ვიცე-სპიკერის, ფრაქციის თავმჯდომარეების, დროებითი კომისიებისა თუ სხვათა პოსტები. მსოფლიოს პარლამენტარიზმში არ მოიძებნება მეორე ისეთი ქვეყანა, სადაც უმრავლესობის ფრაქციაში შემავალ ყოველ მეორე დეპუტატს პერსონალური ავტომობილი ემსახურებოდეს. პარლამენტში სულ 50 პერსონალური ავტომობილია. ამაში არ შედის აპარატში შემავალი დეპარტამენტების უფროსების და სხვა პირების მანქანები. ზოგიერთი მათგანის ხელფასი 10 ათას ლარს აღწევს.

კიდევ ერთი უნიკალური შემთხვევა-საქართველო ლიდერია ევროპაში და რეგიონში დეპუტატის ხელფასის პენსიის ოდენობასთან შედარებით. ქართველი რიგითი დეპუტატის ყოველთვიური ხელფასი დაახლოებით 30-ჯერ აღემატება პენსიონერის ყოველთვიურ პენსიას.
პარაზიტები, უსაქმურები და წურბელები-ასე შეიძლება დახასიათდეს ეს კასტა.” წერს რომან გოცირიძე.

სიახლეები

ეს ბიჭები არ არიან დაპატიმრებულები, ესენი არიან ტყვეები -ლიკა გუნცაძე

ივანიშვილის რეჟიმის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე დღეს პროევროპული აქციის დროს დაკავებულების სასამართლო...

სასამართლოზე ირაკლი მიმინოშვილი უჰაერობის გამო ცუდად გახდა

სინდისის პატიმრების პროცესზე შესვენება გამოცხადდა - მიზეზი ერთ-ერთი პატიმრის, ირაკლი მიმინოშვილის შეძლოდ გახდომა გახდა. ირაკლი...

პატივცემულო მოსამართლევ, შეხედეთ ბრალდებულებს, ჯერ არ შეგიხედავთ, ჰგვანან იმ მონსტრებს, როგორადაც მათ ბრალდება გვისახავს? – ცხადაძის ადვოკატი

ბრალდება რომ საუბრობს, დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარეობს საფრთხეო, პროკურორი ვერ მიუთითებს, რაში გამოიხატება ეს საფრთხე......