მთავარისიახლეებისაზოგადოებარა მოხდა საბერიოში? - ტრაგედიის დეტალები+კადრები ადგილიდან

რა მოხდა საბერიოში? – ტრაგედიის დეტალები+კადრები ადგილიდან

Published on

სტატიის ბოლოს გალის აფხაზური ტელევიზიის კადრები ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ საბერიოში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის ადგილიდან, სადაც ხუთი და ხანძრის შედეგად დაიღუპა (ორიგინალი ტექსტი რუსულ ენაზე): მათგან უფროსი 8 წლის, ხოლო უმცროსი 8 თვის იყო.

რა მოხდა? – საბოლოო დეტალები:

ბავშვების დედა ზუგდიდში, კლინიკაში მკურნალობდა, ბავშვების მამა კი ცოლის სანახავად იყო წასული. ბავშვების ბებიამ დილით, როცა ხუთივე ბავშვს ეძინა, იმ ოთახის გათბობა დააპირა, სადაც ოჯახის წევრებს მთელი დღე უნდა გაეტარებინათ. ამისთვის შეშის ღუმელის გახურება იყო საჭირო, რისთვისაც, როგორც წესი, სალიარს იყენებენ, რათა შეშას კარგად წაეკიდოს.

რადგან იმ დროისთვის დენიც არ იყო, ბებიას სალიარიანი და ბენზინიანი (ელექტროცელისთვის ინახავდნენ სათავსო ოთახში) ჭურჭლები ერთმანეთში აერია და ღუმელში შედებულ შეშის ნაჭრებს ბენზინი მიასხა, რამაც ძლიერი აალება გამოიწვია, ცეცხლის ალი ღუმელს გამოსცდა და ბენზინიან ჭურჭელს მისწვდა, ხოლო მას შემდეგ, რაც მოხუცს აალებული ჭურჭელი ხელიდან გაუვარდა, ბენზინი თითქმის მთელ ოთახში გაიფანტა, შესაბამისად, ალმაც იმატა.

ქალმა ჯერ ბავშვების გაღვიძება და გამოყვანა სცადა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ამას მარტო ვერ შეძლებდა, საშველად მეზობლებს უხმო. ბავშვების ბებია და რამდენიმე მეზობელი თავგანწირვით ცდილობდნენ ბავშვების გამოყვანას ალმოდებული საძინებლიდან, დაშავდნენ კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ, ბავშვებს ვერაფერი უშველეს. დაღუპულები არიან:

⚫️ ანა-მარია ჭოლარია,
⚫️ ემილია ჭოლარია,
⚫️ ნია ჭოლარია,
⚫️ ელენე ჭოლარია,
⚫️ სოფია ჭოლარია.

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა 6 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...