მთავარისიახლეებისაზოგადოებაპროდასავლური ოპოზიცია პია კაუმას საქართველოში ვიზიტის გაუქმებისკენ მოუწოდებს

პროდასავლური ოპოზიცია პია კაუმას საქართველოში ვიზიტის გაუქმებისკენ მოუწოდებს

Published on

“კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პია კაუმას წერილით მიმართავენ.

პროდასავლური ოპოზიცია განცხადებაში საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ “ოცნება” არც ახალი არჩევნების დანიშვნას და არც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გეგმავს, ამ პირობებში კი, მისი საქართველოში ვიზიტი მხოლოდ თითმარქვია ხელისუფლების პოზიციების გამაგრებას შეუწყობს ხელს.

ოპოზიცია წერს, რომ ვიდრე რეჟიმი ქართველი ხალხის მოთხოვნებს არ დათანხმდება, ვიზიტის გადადება საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.

„ქალბატონო პრეზიდენტო,

საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკ ური ძალების სახელით მადლობას ვუხდით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას და ODIHR-ს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების უზრუნველყოფისადმი გამოჩენილი უწყვეტი ერთგულებისთვის.

სამწუხაროდ, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონსტიტუციური და საერთაშორისო დემოკრატიული პრინციპების უხეში დარღვევით. ფალსიფიკაციის მასშტაბმა და ინტენსივობამ ძირი გამოუთხარა საარჩევნო პროცესის ლეგიტიმურობას და საზოგადოებრივ ნდობას. შედეგად, დღეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატებით დაკომპლექტებული „პარლამენტი“ და მისი მიერ არჩეული „პრეზიდენტი“ ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად და ვერ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას.

ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე მშვიდობიანი პროტესტების მონაწილეთა მიმართ განხორციელდა უკანონო დაკავებები, ძალადობა და რეპრესიები. დღეს 50-ზე მეტი ადამიანი რჩება ციხეში, ასობით კი ადმინისტრაციული ბრალდებების წინაშე დგას.

თვითმარქვია რეჟიმის მიზანი საერთაშორისო აღიარების მოპოვებაა. სამწუხაროდ, მსგავსი ვიზიტები ხშირად გამოიყენება მათ მიერ პროპაგანდისტული მიზნებისთვის, რაც კიდევ უფრო ართულებს დემოკრატიული ძალებისა და სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობას.

იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნების“ თვითმარქვია რეჟიმი არ განიხილავს არც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და არც ახალი არჩევნების ჩატარებას, ვიზიტი მიზანშეწონილად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ ის ხელს შეუწყობს ახალი არჩევნების მოსამზადებელ პროცესებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.

ამ პირობებში ვიზიტის გადადება იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ“, – წერია განცხადებაში.

სიახლეები

ბელარუსიდან რუსეთში საწვავის მიწოდებამ ივნისში რეკორდულ დონეს მიაღწია

ბელარუსმა ივნისში ავტობენზინისა და დიზელის საწვავის სარკინიგზო მიწოდება რეკორდულ დონემდე გაზარდა რუსეთის ბაზარზე ნავთობპროდუქტების...

ვლადიმირ პუტინი უარყოფს მოწოდებებს კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ

პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უარყოფს მოწოდებებს კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, განუცხადა Reuters-ს კრემლთან დაახლოებულმა...

პოლონეთში საქართველოს 26 წლის მოქალაქე სერიული ქურდობის ბრალდებით დააკავეს

პოლონეთის პოლიციის ინფორმაციით, ქალაქ ოტვოცკში საქართველოს 26 წლის მოქალაქე სერიული ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების...

ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ

22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ...