მთავარისიახლეებიარჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და პრეზიდენტი გამოკითხვაზე დაიბარა

არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და პრეზიდენტი გამოკითხვაზე დაიბარა

Published on

საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და პრეზიდენტი გამოკითხვაზე დაიბარა – ინფორმაციას ამის შესახებ უწყებ ავრცელებს.

საქართველოს პროკურატურამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მომართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ცესკო-ს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, რის გამოც, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტი, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში.

საქართველოს პროკურატურა ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკო-ს მომართვაში მითითებული, ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული ფაქტების შესწავლის მიზნით. მათ შორის, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შესაძლებელია, ფლობდეს ინფორმაციას სავარაუდო, დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით.

აქვე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილი ცალკეული სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით, სამართალდამცავი უწყებები აქტიურად აწარმოებენ გამოძიებას არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე.

გამოძიების შედეგების შესახებ პროკურატურა პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას.” ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ გაყალბების დასადგენად საერთაშორისო გამოძიება მოითხოვეს, ცესკომ საქართველოს პროკურატურას მიმართა, გამოიძიოს, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ბრალდებები.

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...