მთავარისიახლეებიპოლიტიკაბოლო მონაცემებით, "ოცნება“ პარლამენტში 89 დეპუტატს შეიყვანს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ 18-ს, „ერთიანობა -...

ბოლო მონაცემებით, “ოცნება“ პარლამენტში 89 დეპუტატს შეიყვანს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ 18-ს, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ 17-ს, „ძლიერი საქართველო“ 14-ს, გახარიას პარტია კი 12 წევრს

Published on

არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ოპოზიციის სტატუსით პარლამენტში ოთხი პოლიტიკური სუბიექტი შევა, რომელსაც ჯამში, 61 მანდატი ექნება. უფრო კონკრეტულად, მანდატები ასე ნაწილდება: “კოალიცია ცვლილებისთვის“ – 18 მანდატი, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 17 მანდატი, “ძლიერი საქართველო“ – 14 მანდატი, ხოლო “გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი.

ამ დროის ინფორმაციით, 3 111 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3 100 უბანი.

რაც შეეხება მანდატების გადანაწილების წესს, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე უნდა გამრავლდეს და ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოს, რომლებმაც არჩევნებში ხმების 5% მიიღო. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა.

იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანამიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები იღებენ.

სიახლეები

„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...