მთავარისიახლეებიირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ამისთვის გადაიხდის, ვინც თავს დაგვესხმება, ჩვენ მას...

ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ამისთვის გადაიხდის, ვინც თავს დაგვესხმება, ჩვენ მას დავესხმებით -ნეთანიაჰუ

Published on

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, გუშინ ღამით, ირანის მიერ სარაკეტო თავდასხმის შემდეგ განაცხადა, რომ ირანმა “დიდი შეცდომა დაუშვა და ის ამისთვის გადაიხდის”.

“ეს დარტყმა ჩაიშალა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის წყალობით, რომელიც მსოფლიოში მოწინავეა… ვინც ჩვენ თავს დაგვესხმება, ჩვენ მას დავესხმებით,” – განაცხადა ნეთანიაჰუმ და აღნიშნა, რომ “არჩევანი არასოდეს ყოფილა ასეთი ნათელი ტირანიასა და თავისუფლებას შორის”.

ასევე, ისრაელის პრემიერმინისტრმა შეერთებულ შტატებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, რომელმაც ირანი გააფრთხილა, რომ ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმას “მძიმე შედეგები” მოჰყვებოდა.

“ჩემი მითითებით, შეერთებული შტატების სამხედროები აქტიურად უჭერდნენ მხარს ისრაელის დაცვას… არ შეცდეთ, შეერთებული შტატები სრულად, სრულად და სრულად უჭერს მხარს ისრაელს,” – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან.

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა და მომავალ არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატმა კამალა ჰარისმა ასევე განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ბაიდენის გადაწყვეტილებას, დაავალოს აშშ-ის სამხედრო პერსონალს ირანული რაკეტების ჩამოგდება, რომელთა სამიზნე ისრაელია.

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...