მთავარიUncategorized"დაუშვებლად მივიჩნევთ!.." - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო „ქართული ოცნების“ ბანერები:

“დაუშვებლად მივიჩნევთ!..” – უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო „ქართული ოცნების“ ბანერები:

Published on

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადებით დაგმო საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ რუსული დაბომბვის შედეგად დაზარალებული უკრაინის ქალაქების სურათების პოლიტიკური რეკლამის მიზნით გამოყენება.

“უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს და დაუშვებლად მიიჩნევს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის საშინელი შედეგების, ათასობით უდანაშაულო ადამიანის ტანჯვისა და სისხლის, საეკლესიო სიწმინდეებისა და კულტურული მემკვიდრეობის დანგრევის სურათების პოლიტიკურ რეკლამაში გამოყენებას.

ქართველ ხალხს შეიძლება, არ ეშინოდეს ახალი ომის მანამ, სანამ უკრაინა რუსეთის აგრესიას წინააღმდეგობას უწევს. ამ წინააღმდეგობის საშინელი ფასი საქართველოში მშვიდობის ფასია”, – წერია განცხადებაში.

26 სექტემბერს თბილისში გამოჩნდა პარტია “ქართული ოცნების” საარჩევნო ბანერები წარწერით: “არა ომს, აირჩიე მშვიდობა”. ზოგ ბანერზე მარცხენა მხარეს გამოსახულია უკრაინაში რუსეთის დაბომბვის შედეგად განადგურებული ეკლესია, მარჯვნივ კი თბილისის სამების ტაძარი.
სოციალურ ქსელში მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკის თავის გვერდზე წერს, რომ „ასეთი სამარცხვინო, ასეთი ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი” უნახავს.

სიახლეები

მოსამართლემ ბაია მარგიშვილი 14 დღით პატიმრობაში გაუშვა

სამოქალაქო აქტივისტს ბაია მარგიშვილს სასამართლომ 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვაიდ ცეკვავამ...

ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით – ყაველაშვილი კრიტიკულ მედიას ემუქრება

"ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით" - უთხრა დღეს თელავში ჩასულმა "ოცნების" მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტს,...

მზია ამაღლობელმა თავისუფალი მედიის ჯილდო მიიღო

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა –...

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის...