მთავარისიახლეებისაზოგადოებამმართველი პარტიის მხარდაჭერა 27-28%-საც ვერ აღწევს - ანა ბუჩუკური

მმართველი პარტიის მხარდაჭერა 27-28%-საც ვერ აღწევს – ანა ბუჩუკური

Published on

„გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ანა ბუჩუკურის განცხადებით „ქართული ოცნების“ შიდა კვლევის მიხედვით, ისინი „ისტორიულ მინიმუმზე არიან“.

ბუჩუკურის განცხადებით, დღეს საქართველოს მასშტაბით „ოცნების“ მხარდაჭერა 27-28 პროცენტსაც ვერ აღწევს. თბილისის შემთხვევაში კი ეს 20-21%-ია.

როგორც დეპუტატმა განმარტა, „ქართული ოცნება“ აღნიშნული კვლევის შედეგებს არ აქვეყნებს.

„ამ ტყუილ გზავნილს შიგნით არსებული ემოციების დასაცხრობად იყენებს, იმიტომ, რომ შიგნით, „ოცნებაში“ არ არის მაინც და მაინც მყარი განწყობები. იცით, საიდან მოვდივართ – მთელი საქართველოს მასშტაბით არის ჩვენი პარტია გაშლილი, 115 ლოგიკური ადგილობრივი დეპუტატი გვყავს და რა თქმა უნდა, არაერთი ინფორმაციის წყარო გვაქვს. ერთი მხრივ,“ოცნებას“ მხარდაჭერის ისტორიული მინიმუმი აქვს, რაც “ოცნების” შიდა კვლევით ვიცით ჩვენ, რომელიც, რა თქმა უნდა, არ გამოქვეყნებულა და ერთმანეთსაც უმალავენ. ისტორიულ მინიმუმში იგულისხმება, რომ დღეს საქართველოს მასშტაბით “ოცნების” მხარდაჭერა 27-28 პროცენტსაც ვერ აღწევს. თბილისის შემთხვევაში კი ეს 20-21%-ია. ეს ძალიან კარგად იციან “ოცნების” ე.წ ხელმძღვანელებმა.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, “ოცნებას” როდესაც მმართველობის საუკეთესო პერიოდი ჰქონდა, მაშინაც კი არ აუღია პროპორციულში 50%. ეს ახლა უბრალოდ ღიმილის მომგვრელია. მიზანი არის საკუთარი წევრების დამშვიდება. იცით, რომ იქ არის კონკურენცია – ვინ ვის წინ იქნება და ა.შ. ასე ატყუებენ და ამშვიდებენ ერთმანეთს”, – აღნიშნა ბუჩუკურმა.

რაც შეეხება კითხვას “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლების პირობაზე, ბუჩუკურმა აღნიშნა, რომ ეს სამართლებრივად ტყუილია.

“ეს სამართლებრივად არის ტყუილი, რადგან ამას არ სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა. მაგრამ პოლიტიკურად და შინაარსობრივი თვალსაზრისით ტყუილია. იმიტომ რომ დღეს “ოცნებაში” ნახევარი “ნაცმოძრაობაა”.

სიახლეები

“ფორმულას” თანამშრომელი, ცირა ჟვანია დააკავეს

პოლიციამ "ფორმულას" კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავა - ცირა ჟვანია, რომელიც ტელეკომპანიის სოციალური მედიის განყოფილებაში...

“ოცნების” ყოფილი მხარდამჭერი კახა მიქაია დააკავეს

"ქართული ოცნების" ყოფილი მხარდამჭერი კახა მიქაია დააკავეს. ის, სავარაუდოდ გზის გადაკეტვის, ან ნიღბის ტარებისთვის...

მწერალი ბექა ქურხული დააკავეს

მწერალი ბექა ქურხული, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვისთვის, ან ნიღბის ტარებისთვის დააკავეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში...

ყველაფერი ვიცი, გამოძიებამ უნდა გიპასუხოთ – კობახიძე ღარიბაშვილ-ლილუაშვილის საქმეზე

ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე ქართული ოცნების მთავრობის ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და სუს-ის ყოფილი...