მთავარისიახლეებიპრემიერმა მუხათგვერდზე აგვისტოს ომში კვლავ ენმ-ს პასუხისმგებლობაზე ისაუბრა

პრემიერმა მუხათგვერდზე აგვისტოს ომში კვლავ ენმ-ს პასუხისმგებლობაზე ისაუბრა

Published on

აგვისტოს ომიდან 16 წლის თავზე ირაკლი კობახიძე ომის დაწყებაში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს – რუსული კანონის მიმღები პრემიერი თავს “ნაციონალურ მოძრაობას” ესხმის და ამტკიცებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ხელმოწერით რუსეთთან ომი დაიწყო.

ივანიშვილის გუნდის წევრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ომის გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს და ირწმუნება, რომ ომი არა 7, არამედ 8 აგვისტოს, ქართული მხარის სპეკულაციური ნაბიჯებიდან გამომდინარე დაიწყო.

“მთავარი არის ის, რომ 2008 წლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილის ხელისუფლებამ, “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმმა, იყოს ბოლომდე გამოძიებული” – ამბობს კობახიძე და ამტკიცებს, რომ “ნაციონალური მოძრაობისა და რუსეთის გზავნილები ერთმანეთს ემთხვევა”.

ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ამ თარიღს აღნიშნავდნენ წლების განმავლობაში 8 აგვისტოს და რამდენიმე წლის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ომი თურმე 7 აგვისტოს დაწყებულა. ეს არის სპეკულაციები, რომელსაც არ აქვს საფუძველი. ერთადერთი მიზანია, რომ გახლიჩონ ამ ყველაფერშიც საზოგადოება. არაფერი არ უნდა აერთიანებდეს ქართულ საზოგადოებას. “ნაცმოძრაობამ” ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომლის თანახმადაც მათ დაიწყეს აგვისტოს ომი. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ ამ პოზიციას ეთანხმება ნაცმოძრაობის პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. ნაცმოძრაობის გზავნილები და რუსეთის ხელისუფლების გზავნილები ემთხვევა ერთმანეთს. ორივემ თქვა, რომ 2008 წელს ომი დაიწყო სააკაშვილის ხელისუფლებამ. სამართლებრივი ფორმა შეიძლება იყოს სხვადასხვა, ეს შეიძლება იყოს პროკურატურისთვის მიმართვა, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა. ამ ყველაფერზე საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას, მაგრამ მთავარი არის ის, რომ 2008 წლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილის ხელისუფლებამ, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა, იყოს ბოლომდე გამოძიებული”, – ამბობს კობახიძე.

სიახლეები

იალბუზზე ხუთი მთამსვლელი დაიღუპა

ევროპის უმაღლეს მწვერვალზე, რუსეთის ფედერაციაში მდებარე მთა იალბუზზე, ხუთი მთამსვლელი დაიღუპა. ისინი ძლიერ ქარიშხალში...

ნიკა გვარამია MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე – რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია კი არა, მასობრივი ძალადობის ინსპირაციაა

გვარამია MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე - რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია...

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალური მორალის პოლიცია იქმნება

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალურ მორალის პოლიციას აანონსებენ. ამასთან დაკავშირებით დღეს MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა,...

მასშტაბური იერიში უდმურტეთზე, დარტყმა როსტოვის პორტზე – უკრაინული დრონების მორიგი იერიში

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის რეგიონებზე მორიგი იერიშები მიიტანეს. თავდაპირველად გავრცელდა ცნობები დონის როსტოვზე დარტყმის შესახებ. ადგილობრივი...