მთავარისიახლეებირუსული კანონის გასაუქმებლად ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს

რუსული კანონის გასაუქმებლად ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს

Published on

დღეს, 29 ივლისს, რუსული კანონის გასაუქმებლად საკონსტიტუციო სასამართლოს პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა მიმართეს. სარჩელს ხელს 38 დეპუტატი აწერს. ეს მესამე სარჩელია, რომელიც კანონის გასაუქმებლად საკონსტიტუციოში შევიდა, მანამდე სასამართლოს მიმართა პრეზიდენტმა და არასამთავრობო სექტორმა.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავას თქმით, მაღალი მოლოდინი არ აქვთ, რომ სასამართლო საქართველოს კონსტიტუციით იხელმძღვანელებს და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთას არ დაექვემდებარება, მაგრამ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ოპოზიციის სახელით, საზოგადოების სახელით ამ ბერკეტების გამოყენებითაც შეეწინააღმდეგონ რუსულ კანონს.

“ეს კანონი უნდა შეჩერდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება შეუქცევადი ზიანი მიადგეს ამ ქვეყანას. კანონის სრულფასოვანი ამოქმედება, სანქციების ამოქმედება იწყება 3 სექტემბრიდან, ამიტომ ვფიქრობთ, რომ იქამდე აუცილებლად უნდა ჩატარდეს სხდომა რომელზეც შეჩერების საკითხი იქნება განხილული”, – თქვა დეპუტატმა თამარ კორძაიამ.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...