მთავარისიახლეებიგასული დღის განმავლობაში, რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა...

გასული დღის განმავლობაში, რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 14

Published on

რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში, გასული დღის განმავლობაში, სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 14. ამის შესახებ განცხადებას რეგიონული ხელისუფლება ავრცელებს.

დნეპროპეტროვსკის ოლქში გუბერნატორის, სერგეი ლისაკის ცნობით, 7 ივლისის საღამოს, ქალაქ ნიკოპოლზე რუსეთის თავდასხმების შედეგად დაშავდა 10 წლის ბიჭი და სამი ქალი. მისივე ცნობით, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, სახლები, ფერმის შენობები, ხოლო ერთ-ერთ ეზოში ხანძარი გაჩნდა.

დონეცკის ოლქის ხელმძღვანელის, ვადიმ ფილაშკინი თქმით, რუსეთის თავდასხმებმა პივნიჩნეზე 1 ადამიანი იმსხვერპლა, დაშავდა ასევე ერთი. ჰროდივკაში ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ილინკაში ერთი ადამიანი დაშავდა, ორი კი სოფელ ნიუ-იორკში.

გუბერნატორ, ოლეგ სინიეგუბოვის განცხადებით, შუაღამის შემდეგ ხარკოვში რუსული ჭურვების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, 50 და 75 წლის ქალები დაშავდნენ. ხარკოვის ოლქის, სოფელ ბოჰუსლავკაზე რუსული თავდასხმის შემდეგ კი, 48 წლის კაცი და 70 წლის ქალი.

ხერსონის ოლქში კი, ალექსანდრ პროკუდინის თანახმად, რუსეთის თავდასხმის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა. ასევე, დაზიანდა კორპუსები, სახლები, მაღაზია, გაზსადენი, ადმინისტრაციის შენობა, ფერმის შენობები და საწყობები.

სიახლეები

ერმაკის თქმით, თუ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის, ეს იქნება ბოლო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, თუ ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის,...

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინა იმ...

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა – ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს

 ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა. ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს და შესაბამისი შინაარსის განცხადებას სოციალურ...