მთავარისიახლეებიპოლიტიკა"თავისუფლება მიშას!” - სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა აქცია შსს-სთან

“თავისუფლება მიშას!” – სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა აქცია შსს-სთან

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.

აქციის სლოგანი „თავისუფლება მიშას”იყო.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, მათ საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის დროს გატარებული რეფორმები შეახსენეს, ამასთან, ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობა გააპროტესტეს.

აქციაზე იმყოფებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილიც.

„მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, უამრავი ინსტიტუციური რეფორმა გატარდა, რომელმაც თანამედროვე სახელმწიფო შექმნა. ის, რომ დღეს რეალური შანსი გვაქვს გავხდეთ დასავლური ინსტიტუციების სრულუფლებიანი წევრი, სწორედ ამ პროექტების და ამ რეფორმების დამსახურებაა. მიხეილ სააკაშვილის ღვაწლი თანამედროვე სახელმწიფოს შექმნაში ფასდაუდებელია. ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი ადამიანი გარეთ იყოს“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...