მთავარისიახლეები4 ივლისი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეა

4 ივლისი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეა

Published on

4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა. სწორედ ამ დღეს, 1776 წლის 4 ივლისს, ამერიკის 13 კოლონიის წარმომადგენლებმა დამოუკიდებლობის დეკლარაცია, სადაც დიდ ბრიტანეთთან კავშირების გაწყვეტის შესახებ გამოაცხადეს, ოფიციალურად მიიღეს.

მანამდე კი, ერთი წლით ადრე დამოუკიდებლობისათვის ომი დაიწყო, რომელიც 1783 წელს, პარიზის ხელშეკრულებით დასრულდა – მას ამერიკის შეერთებული შტატების სუვერენიტეტის ფორმალური აღიარება მოჰყვა.

დამოუკიდებლობის დეკლარაციის ერთ-ერთი ავტორი, ერთ დროს მონათმფლობელი, თომას ჯეფერსონი იყო. შემდეგ ის ამერიკის მესამე პრეზიდენტი გახდა. ცნობილია, რომ ჯეფერსონი დოკუმენტის ერთადერთი მონათმფლობელი ავტორი არ ყოფილა. ასეთივე იყო ჯორჯ ვაშინგტონიც, რომელსაც ასამდე მონა ჰყავდა.

მონობის აქტიური მოწინააღმდეგე იყო ჯონ ადამსიც – ამერიკის შეერთებული შტატების მეორე პრეზიდენტი. ამ საკითხის დარეგულირება მხოლოდ სამოქალაქო ომის დასრულებისას, დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებიდან 80 წლის შემდეგ მოხერხდა.

სიახლეები

იალბუზზე ხუთი მთამსვლელი დაიღუპა

ევროპის უმაღლეს მწვერვალზე, რუსეთის ფედერაციაში მდებარე მთა იალბუზზე, ხუთი მთამსვლელი დაიღუპა. ისინი ძლიერ ქარიშხალში...

ნიკა გვარამია MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე – რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია კი არა, მასობრივი ძალადობის ინსპირაციაა

გვარამია MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე - რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია...

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალური მორალის პოლიცია იქმნება

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალურ მორალის პოლიციას აანონსებენ. ამასთან დაკავშირებით დღეს MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა,...

მასშტაბური იერიში უდმურტეთზე, დარტყმა როსტოვის პორტზე – უკრაინული დრონების მორიგი იერიში

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის რეგიონებზე მორიგი იერიშები მიიტანეს. თავდაპირველად გავრცელდა ცნობები დონის როსტოვზე დარტყმის შესახებ. ადგილობრივი...