მთავარისიახლეები"ამ დარბაზში მინდა ხმამაღლა გითხრათ: ჩემი ქვეყნის ევროინტეგრაცია და დემოკრატიის განვითარება საფრთხეშია"...

“ამ დარბაზში მინდა ხმამაღლა გითხრათ: ჩემი ქვეყნის ევროინტეგრაცია და დემოკრატიის განვითარება საფრთხეშია” – წითლიძე ევროსაბჭოში

Published on

რაც ახლა ხდება საქართველოში, მხოლოდ ქართველების ბრძოლა არ არის, ეს ევროპულიც არის. თუ საქართველოში დემოკრატია დამარცხდება, ევროპული ღირებულებები მთელს რეგიონში დამარცხდება – ამ სიტყვებით მიმართა “ენმ”-ის დეპუტატმა ანა წითლიძემ სტრასბურგში მიმდინარე დებატებზე საქართველოს შესახებ, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს.

წითლიძემ ისაუბრა ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობაზე ქვეყანაში და იმ საფრთხეებზე, რასაც ეს მმართველობა ქვეყნის ევროპულ მომავალს უქმნის:

“დღეს ამ დარბაზში ვდგავარ, ძალიან ხმამაღლა და ამაყად ვიმეორებ ამ ცნობილ სიტყვებს: მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი. ეს ქართველი ხალხის ძლიერი ნება და ძლიერი ისტორიული მისწრაფებაა და ამას ვერც ერთი ოლიგარქი ვერ შეცვლის. მაგრამ ამ დარბაზში მინდა უფრო ხმამაღლა გითხრათ: ჩემი ქვეყნის ევროინტეგრაცია და დემოკრატიის განვითარება საფრთხეშია.

რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა გადაწყვიტა შეცვალოს საქართველოს გეოპოლიტიკური გზა ევროპიდან რუსეთში, დემოკრატიის განვითარებიდან ოლიგარქიული სისტემისკენ. რუსული კანონი მხოლოდ ერთი ასპექტია რუსი ოლიგარქის ივანიშვილის დიდ თამაშში. დიდი გეგმა არის ევროპის გაძევება რეგიონიდან და რუსული გავლენის გაზრდა. რაც ახლა ხდება საქართველოში, მხოლოდ ქართველების ბრძოლა არ არის, ეს ევროპულიც არის. თუ საქართველოში დემოკრატია დამარცხდება, ევროპული ღირებულებები მთელს რეგიონში დამარცხდება.

ივანიშვილის მიზნის, ძალაუფლების შენარჩუნების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ რუსულ სისტემაში, სადაც კრიტიკული ხმა ჩახშობილია, სადაც დემოკრატია მხოლოდ სიტყვებია, სადაც პოლიტპატიმრები და სამოქალაქო აქტივისტები ციხეში არიან. ამ შემთხვევაში ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ადამიანი, რომელმაც საქართველოს ევროპული გზა შეუქცევადი გახადა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ის რუსი ოლიგარქის ციხეში იმყოფება.

ძვირფასო კოლეგებო, დღეს თბილისი საქართველოს დედაქალაქია დღეს თბილისის ქუჩებში ევროპის დროშა ძალიან მაღლა ფრიალებს ახალი თაობის ხელში. ათასობით ქართველი გვიყურებს ახლა, ელოდება ძალიან მძლავრ სიგნალს, რომ თქვენ დგახართ ქართველ ხალხთან, რომ ევროპა არასოდეს მიატოვებს ქართველებს დემოკრატიის გზაზე.

საქართველო ევროპას ეკუთვნის.” აღნიშნა წითლიძემ სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, სტრასბურგში დებატები მიმდინარეობს, საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების მხრივ გაუარესებულ მდგომარეობაზე.

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...