მთავარისიახლეებისაზოგადოება"არა, არა,უფრო მკაფიო ვერ ვიქნები"- ბორელის პასუხი კობახიძეს

“არა, არა,უფრო მკაფიო ვერ ვიქნები”- ბორელის პასუხი კობახიძეს

Published on

ევროკომისარი ჯოზეფ ბორელი ირაკლი კობახიძის რიტორიკას, თითქოს რუსული კანონის შემდეგ ევროინტეგრაციის შანსები იზრდება, დეზინფორმაციად აფასებს. ბორელი ამბობს, რომ ეს ტყუილია და რომ რუსული კანონის პირობებში ქვეყნის ევროპული გზა ჩახერგილია.

“საქართველოს უმაღლესი დონიდან მოვისმინეთ ხმები, რომლებიც ჩვენდა გასაკვირად აცხადებდნენ, რომ ეს კანონი ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს.მინდა გარკვევით ვთქვა: არა. არა, ეს კანონი და მის ირგვლივ განვითარებული ყველა ნეგატიური მოვლენა საქართველოს ევროკავშირს აშორებს. უფრო მკაფიო, ლაკონიური ვერ ვიქნები.ეს საქართველოს ევროკავშირს აშორებს. ამ განცხადებას 27 წევრიდან 26 უჭერს მხარს.ეს არ არის ერთსულოვნება, მაგრამ ჩვენ სიტუაციის პოლიტიკური შეფასებისთვის ერთიანობა არ გვჭირდება.გვესმის, რომ ეს დინამიკა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას ეწინააღმდეგება.

მინისტრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დღეს ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს და თუ მთავრობა მოქმედების კურსს არ შეცვლის, საქართველო ევროკავშირის გზაზე წინ ვერ წაიწევს.შემიძლია ეს უფრო ხმამაღლა ვთქვა, მაგრამ არა უფრო მკაფიოდ: თუ მთავრობა მოქმედების კურსს არ შეცვლის, საქართველო ევროკავშირის გზაზე წინ ვერ წაიწევს. პარალელურად ჩვენ გავზრდით სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერას. დეზინფორმაციას დავუპირისპირდებით და საარჩევნო პროცესის მხარდაჭერას გავზრდით. გავავრცელებთ მოსაზრებების ამსახველ დოკუმენტს, გავაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს და საჭიროების შესაბამისად ზომებს მივიღებთ. შევამცირებთ საქართველოსთან პოლიტიკურ კონტაქტებს და კავშირებს. მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას და ევროპული სამშვიდობო ფონდიდან მხარდაჭერის გადახედვას განვიხილავთ. ეს შეიძლება დაუყოვნებლივ გაკეთდეს, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის შესწავლას და შემდგომი გაუარესების შემთხვევაში მეტი ზომების მიღებას განვიხილავთ.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს მოსახლეობის გვერდში ვდგავართ და მხარს ვუჭერთ მათი აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს დემოკრატიისა და ევროკავშირში საქართველოს მომავლის სასარგებლოდ” – ამბობს ბორელი საქართველოს შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე

ბორელის თქმით, ევროკავშირი განიხილავს საქართველოს მთავრობასთან პოლიტიკური კონტაქტების შემცირებას, მთავრობის ფინანსური დახმარების გაჩერებას, ასევე აპირებს გადახედოს ევროპული სამშვიდობო ფონდიდან საქართველოს დახმარებას.

შეგახსენებთ, პრემიერი კობახიძე ამტკიცებს, რომ რუსული კანონის მიღებამდე ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების “გახსნის შანსი იყო 0, დღეს კი გაზრდილია 20-30%-მდე”

სიახლეები

ბათუმში დააკავეს ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და 4 სტუდენტი

დღეს, 9 დეკემბერს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პროფესორი და ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და...

პარლამენტი სალომე ზურაბიშვილისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნას აპირებს

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა არ...

ყველაფერი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება; ასევე არის ოფცია გარკვეული კატეგორიის პასპორტებისთვის – ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ადასტურებს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი, მაგიდაზეა და ლიდერები...

ის, რაც ხდებოდა საქართველოში ბოლო 12 დღის განმავლობაში, მკაფიოდ მოითხოვს სანქციებს – ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სანქციების დაწესება ევროკავშირისთვის რთული პროცედურაა, ის რაც საქართველოში...