მთავარისიახლეებივრცელდება დეზინფორმაცია, რომ თითქოს "გლობალური ომის პარტია" ვართ, ცუდი ზრახვები გვაქვს, ამის...

ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ თითქოს “გლობალური ომის პარტია” ვართ, ცუდი ზრახვები გვაქვს, ამის მოსმენა გულდასაწყვეტია -დანიგანი

Published on

საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი ამბობს, რომ ვრცელდება დეზინფორმაცია ამერიკაზე, რომ თითქოს ის არის “გლობალური ომის პარტია”, აფინანსებენ რევოლუციას, აქვს ცუდი ზრახვები, რისი მოსმენაც გულსატკენია. დანიგანმა ისაუბრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის “საბჭოთა მეხსიერება” საინაუგურაციო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, დეზინფორმაცია და ისტორიული რევიზიონიზმი საფრთხეს უქმნის დემოკრატიას ყველგან.

“ჩვენ ამას ვხედავთ აქ, ვხედავთ ევროპაშიც და შეერთებულ შტატებშიც. ამიტომ, ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვეძლევა ამ პროექტის დაფინანსების შესაძლებლობა, რადგან ის იბრძოლებს რუსულ დეზინფორმაციასთან და ისტორიულ რევიზიონიზმთან და გაავრცელებს სიმართლეს იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა საქართველოში რუსული მმართველობის დროს”, – თქვა დანიგანმა.

მისი თქმით, ეს იქნება სამოქალაქო განათლების ღონისძიებები, ასევე გამოფენები და დოკუმენტური ფილმები. პროექტი შეახსენებს ყველას, რომ “საბჭოთა რეჟიმი აგენტებსა და ჯაშუშებს უწოდებდა ყველას, ვინც სიმართლეს ლაპარაკობდა”. ელჩის თქმით, ასეთ პროექტებში ინვესტირებით აშშ ასევე პატივს მიაგებს იმ ადამიანებს, ვინც გამოსცადა ეს წარსული, ეხმარებიან ახალ თაობებს, გააცნობიერონ ის გამძლეობა, რაც საქართველომ აჩვენა.

“მე უკვე 8 თვეა, რაც საქართველოში ვარ და მინდა ვთქვა, რომ ჩვენ კარგად არ ვართ შეიარაღებულები დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რომელიც დღეს ვრცელდება. სამწუხაროდ ეს ეხება საქართველოსაც. ერთ-ერთი დეზინფორმაცია, რაც ვრცელდება, არის ის, რომ ევროკავშირში გაწევრიანებით ქვეყანა თავის იდენტობას კარგავს. ეს ტყუილია. საკმარისია გაიარო მანქანით ევროკავშირში და წამსვე მიხვდები, როდის გადაკვეთე საზღვარი და გადახვედი ერთი ქვეყნიდან მეორეში.

სამწუხაროდ, არსებობს დეზინფორმაცია შეერთებულ შტატებზეც. არსებობს ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ გლობალური ომის პარტია ვართ, რომ ამ ქვეყანაში რევოლუციას ვაფინანსებთ და საერთოდ ცუდი განზრახვები გვაქვს. სიმართლე გითხრათ, ამის მოსმენა გულსატკენია, იმიტომ რომ ჩვენი ისტორია ამ ქვეყანაში არის ორი ხალხის მჭიდრო კავშირის ისტორია, პარტნიორობისა სამედიცინო, სასოფლო სამეურნეო, საგანმანათლებლო სფეროებში. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ 6 მილიარდი დოლარის დახმარება გავუწიეთ საქართველოს. მე დღეს აქ ვარ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩვენი მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ”, – თქვა დანიგანმა.

სიახლეები

ფოთელი პედაგოგის მიმართ მუქარის გამო დაკავებულს 2.000 ლარიანი გირაო შეუფარდეს

ფოთის სასამართლომ 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა 2006 წელს დაბადებულ თ.ხ.-ს, რომელმაც პედაგოგ, იგორ კეკელიას "სოციალურ...

სად ვერ გაივლით და სად რა შეზღუდვებით გაივლით ინტენსიური თოვის გამო

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ...

თბილისში მანქანა დაიწვა, ერთი ადამიანი დაიღუპა

თბილისში, გლდანთან ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა, დაიღუპა ერთი პირი. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების...

გრენლანდიაზე უთანხმოების გამო, ტრამპი რვა ევროპულ ქვეყანას ტარიფებს უწესებს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 იანვარს Truth Social-ზე დაწერა, რომ გრენლანდიის საკითხზე უთანხმოების გამო დანიას,...