მთავარისიახლეებისაქართველოში დამტკიცდა კანონი, რომელიც აშშ-სა და EU-ს არ მოეწონათ და რა? აი,...

საქართველოში დამტკიცდა კანონი, რომელიც აშშ-სა და EU-ს არ მოეწონათ და რა? აი, რა – სანქციები! -მედვედევის მხარდაჭერა “ოცნებას”

Published on

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ამტკიცებს, რომ დასავლეთს სურს კონტროლის მოპოვება რუსეთის მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოზე და სომხეთზე.

სტატიაში “კაცობრიობამ საბოლოოდ უნდა მოიშოროს კოლონიური სისტემის მემკვიდრეობა. მეტროპოლიების დრო ამოიწურა” მედვედევი წერს, “ნეოკოლონიალისტებს არ სურთ პატივი სცენ სხვა სახელმწიფოების ცნობილ სტრატეგიულ საზღვრებს”.

“უნდა ვაღიაროთ: ნეოკოლონიალიზმი დიდი ხანია მიუახლოვდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით იყო რუსეთის მეზობლებზე კონტროლის მოპოვება. მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში „ფერადი რევოლუციების“ წაქეზება, როდესაც თბილისსა და კიევში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიანტის მ.სააკაშვილისა და ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკის ქმრის ვ.იუშჩენკოს მარიონეტული რეჟიმები მოიყვანეს ხელისუფლებაში.

ტრადიციულად რუსეთი საქართველოს ადანაშაულებს 2008 წლის ომში. მედვედევი წერს – “პირველმა 2008 წლის აგვისტოში გააჩაღა აგრესია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხების წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა მყისიერი და მკაცრი უკუპასუხი რუსეთის მხრიდან. მეორეს მუშაობა შეაჯამა 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა, რომელშიც ვ. იუშჩენკომ მიიღო ხმების 5%-ზე ცოტა მეტი – ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი მოქმედი სახელმწიფოს მეთაურებისთვის ისტორიაში”.

მისივე მტკიცებით, “პირველი წარუმატებლობის” მიუხედავად, დასავლეთმა უარი არ თქვა რუსეთის მეზობლების “დამონების გეგმებზე” და კონცენტრირება მოახდინა უკრაინაში საკუთარი ნეოკოლონიალური ხიდის შექმნაზე – “2014 წლის თებერვლის სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ქვეყანამ მთლიანად დაკარგა პოლიტიკური სუბიექტურობა”. მისი თქმით, უკრაინაზე “გარე კონტროლია” დამყარებული და მისი “გათავისუფლება” რუსეთის ომით იქნება შესაძლებელი.

მედვედევი საუბრობს სომხეთზეც და ამბობს, რომ “ნეო-მეტროპოლიების” სამიზნე ახლა ისაა. მისი თქმით, აშშ-სა და ევროკავშირის, ასევე ნატოს წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად ჩადიან სომხეთში და ქვეყანა იღებს დაპირებებს ევროკავშირის წევრობაზე, მაგრამ არავინ აპირებს სომეხი ხალხისთვის “რჩეულთა კლუბის” კარის გაღებას:

“ჰკითხონ ნეობანდერელებს, მოახერხეს თუ არა ევროკავშირის წევრობის მოპოვება. არა, და ისინი ამას მალე ვერ მიიღებენ, დაელოდებიან საერთოდ? შეხედონ საქართველოს, სადაც ახლახან დამტკიცდა კანონი, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირს არ მოეწონათ და რა? და აი, რა – სანქციები! ევროპარლამენტის მიერ 2024 წლის მარტში მიღებული რეზოლუცია ევროკავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაძლიერების შესახებ, ფაქტობრივად, ჩვეულებრივი ქაღალდია ვალდებულებების გარეშე”, – წერს მედვედევი.

სიახლეები

კიტ კელოგის ქალიშვილი ლინდსი გრემის გარდაცვალების სრულ გამოძიებას მოითხოვს

უკრაინის საკითხებში ტრამპის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ქალიშვილი მეგან მობსი 71 წლის სენატორის,...

ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილი დეპუტატი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს

2 პირთან ერთად 5 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებით დაკავებული, ხაშურის საკრებულოში...

ქუთაისში კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა

ქუთაისში, იოსებიძის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა, რის შედეგადაც მშენებლობაზე დასაქმებული 1 ადამიანი დაიღუპა.  დაღუპულის...

არ გაჩერდება ეს რეზოლუციები ხან ეუთოსი, ხან ევროკავშირის ან ამერიკის შეფასებებიც იგივე იქნება-სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პარტნიორების მხრიდან რეზოლუციელები არ აჩერდება - როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა...