მთავარისიახლეებისამართალიგოგოებს ფოტოსესიაზე იბარებდა, სასმელში ფხვნილს უყრიდა, სქესობრივ კავშირს ამყარებდა და იღებდა

გოგოებს ფოტოსესიაზე იბარებდა, სასმელში ფხვნილს უყრიდა, სქესობრივ კავშირს ამყარებდა და იღებდა

Published on

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი საიდუმლოს ხელყოფის, შანტაჟისა და მუქარის საქმე შეისწავლა და გ.ქ. დააკავა, რომელიც წლების განმავლობაში, “ფეისბუქის” სხვადასხვა ჯგუფებში განცხადებას ათავსებდა, თითქოს ფოტოგრაფია და ქალის თეთრეულის რეკლამირებისთვის გოგოებს სპეციალურად შერჩეულ სხვადასხვა ბინაში იბარებდა, ზოგ შემთხვევაში სასმელში გაურკვეველ ფხვნილს უყრიდა, შემდეგ კი უმწეო მდგომარეობაში მყოფ მსხვერპლთან სქესობრივ კავშირს ამყარებდა, რასაც ფარულად იღებდა. 

გადაღებულ ვიდეომასალას გ.ქ. შანტაჟისა და მუქარისთვის იყენებდა. ის 22 მარტს დააკავეს, უკვე დადგენილია 11 დაზარალებულის ვინაობა, დაკავებულს ბრალი წარედგინა და 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გ.ქ. წლების განმავლობაში, ინტერნეტ სივრცეში, მათ შორის, სოციალურ ქსელ „Facebook“-ის სხვადასხვა ჯგუფებში, განცხადებებს ათავსებდა, სადაც მოტყუებით უთითებდა, რომ იყო ფოტოგრაფი და ქალის თეთრეულის რეკლამისთვის ფოტოსესიაზე გოგოებს სპეციალურად შერჩეულ ბინებში იწვევდა. გარდა ამისა, იგი შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, ქალბატონებს ძიძის/მომვლელის და მასაჟისტის ვაკანსიაზეც იბარებდა ბინაში, დაინტერესებულ პირებს ეცნობოდა გამოგონილი ვინაობით, მათ შორის – ნუკრი ჯიოშვილის და ივანე ჯაიანის სახელით, რის შემდეგაც შედიოდა მათთან კომუნიკაციაში და ცდილობდა ნდობის მოპოვებას.

ბრალდებული მამაკაცი, ბინაში მოტყუებით მიყვანილ დაზარალებულებთან ე.წ საცდელ ფოტოსესიას აწყობდა, რა გზითაც მოტყუებით მოიპოვებდა დაზარალებულების ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო ფაილს. ფოტოსესიის შემდგომ პერიოდში, ბრალდებული აღნიშნულ ქალბატონებთან ცდილობდა კომუნიკაციის გაგრძელებას და რიგ შემთხვევებში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინტიმური ფოტოების გავრცელების მუქარით, აიძულებდა სქესობრივი კავშირის დამყარებას. ბრალდებული, ასევე, დაზარალებულებს სასმელში გაურკვეველ ნივთიერებას უყრიდა და უმწეო მდგომარეობაში მყოფ მსხვერპლებთან სქესობრივ კავშირს ამყარებდა, რა დროსაც იგი ფარულად, უკანონოდ ახდენდა დაზარალებულებთან სქესობრივი კავშირის ვიდეო გადაღებას და დაარქივებას.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ბრალდებული, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 19 წლის დაზარალებული გოგოს პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის ფაქტზე, 2024 წლის 22 მარტს დააკავა. ბრალდებულის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 200-მდე ქალის 5000-ზე მეტი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა, მათ შორის ფარულად გადაღებული ვიდეო კადრები, რომელსაც ბრალდებული წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა.

აღნიშნულ ეტაპზე გამოძიების მიერ შესწავლილ კომპიუტერულ მოწყობილობებში არსებული ელექტრონული ინფორმაციის, მათ შორის, ფოტო/ვიდეო მასალის, ბრალდებულსა და დაზარალებულებს შორის არსებული მიმოწერების და ჩატარებული სხვა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იდენტიფიცირდა 11 დაზარალებული, რის შედეგადაც მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილებით, მამაკაცს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, ასევე, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების დამატებით 11 ეპიზოდზე წარედგინა.

გ.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.

დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც ყველა მსხვერპლის შემთხვევა იქნება შესწავლილი და მათი უფლებები დაცული”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

სიახლეები

ოკუპანტებმა ქვემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი...

“ოცნებამ” ივანიშვილის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ელჩები არ დაპატიჟა

შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ელჩები დაპატიჟებულები...

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში – ნაცემია სამი ადამიანი

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში - ნაცემია სამი ადამიანი. ერთ-ერთ მათგანს კბილები აქვს ჩამტვრეული, მეორეს დაზიანება...

“ვგმობ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას” – ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი

მორიგი საპროტესტო განცხადება საჯარო სექტორიდან. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძე 28 ნოემბერს...