მთავარისიახლეებიმოგიწოდებთ, ხვალინდელ სხდომაზე არ დაძლიოთ ვეტო - იოსელიანი დეპუტატებს

მოგიწოდებთ, ხვალინდელ სხდომაზე არ დაძლიოთ ვეტო – იოსელიანი დეპუტატებს

Published on

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას, სადაც რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა დაიწყო სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანიც ესწრება. მან პარლამენტს მოუწოდა, ხვალინდელ სხდომაზე, არ დაძლიონ ვეტო.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გამჭვირვალობას მიესალმება, თუმცა აღნიშნა, რომ კონკრეტულ კანონებში ცვლილებების შეტანით ამ მიზნის მიღწევა თავისუფლად იყო შესაძლებელი.

“ამ ფორმით ამ კანონის მიღებამ, ჩემი აზრით, უკვე მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანა მთლიანად ამ პროცესს, ამიტომ, დღეს შესაძლებელია, რომ პარლამენტმა ხვალინდელ სესიაზე უარი თქვას ამ ვეტოს დაძლევაზე, მით უმეტეს გვაქვს ამის კარგი მაგალითები, გადაავადოს ამ ვეტოს დაძლევა და გაჩნდეს სივრცე, სადაც შეიძლება ვიფიქროთ სხვა საკანონმდებლო აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანაზე, რომელიც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აბსოლუტურად უზრუნველყოფს იმ მიზნის მიღწევას, რომელიც ამ კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. ზოგადად მიმაჩნია, რომ მესმის, ის დაძაბულობა რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, ამ კანონს ჰყავს როგორც მომხრეები, ისე ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე, მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ყოველთვის გააჩნია ხელისუფლებას და ხშირად, ჩემი აზრით, უკან დახევა, ეს არა სისუსტის, არამედ სიძლიერის ნიშანი შეიძლება იყოს. […] მოგიწოდებთ სუყველას, მხედველობაში მიიღოთ ეს და ხვალინდელ სხდომაზე არ დაძლიოთ ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა დაადო ამ კანონს”, – თქვა იოსელიანმა.

სიახლეები

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ...

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...