“ეშმაკის ნაკარნახევია” – კარასინი კობახიძის სიტყვაზე, აფხაზ და ოს და-ძმებთან ცხოვრების სურვილზე

0
61

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი გამოეხმაურა გუშინ, 26 მაისს, პრემიერმინისტრ კობახიძის სიტყვას, რომ “2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი”.

სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია ТАСС-თან საუბარში კარასინი ამბობს, რომ “მსჯელობას იმაზე, როგორ იცხოვრებს საქართველო 2030 წელს, ვერავინ აუკრძალავთ”. მისივე აზრით, ახლა მთავარია პრემიერმა კობახიძემ “მიაღწიოს იმას, რომ კანონით იყვნენ აღრიცხული ის ადამიანები, რომლებსაც უცხოური სახელმწიფოები ინახავენ და რომლებიც დაკავებული არიან პოლიტიკური და საინფორმაციო საქმიანობით”.

“ჩვენ აქედან უნდა გამოვდიოდეთ. დანარჩენი ეს ეშმაკის ნაკარნახებია”, – ამბობს კარასინი.

მისივე თქმით, პოლიტიკოსებს აქვთ მსჯელობის უფლება და პრემიერ კობახიძესაც აქვს ასეთი უფლება.

“ამ საკმაოდ რთულ ვითარებაში გამოვყოფდი იმას, რომ ის ერთპიროვნულ ბრძოლაშია სალომე ზურაბიშვილთან, რომელიც აშკარად, გასაგები მიზეზების გამო, იკავებს დასავლური უმცირესობის და, უფრო კონკრეტულად, ევროკავშირის და სხვა დასავლურ პოზიციას. ქვეყნებს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების დასაძლევად”, – ამბობს კარასინი.

წინა სტატიააშკარაა, საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის, მინისტრებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ იმოქმედონ -ბორელი
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის “ქართული ქარტია” -რომელი ოპოზიციური პარტიები უერთდებიან შეთავაზებას?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური