მთავარისიახლეებიალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვეს

ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვეს

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველოს წევრის, ალეკო ელისაშვილის პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა ელისაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადასინჯა და გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

მან ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ საქმეში ახალი გარემოებები არ გამოკვეთილა. ელისაშვილის ადვოკატები ითხოვდნენ მის გათავისუფლებას თუნდაც გირაოს ან რაიმე დამატებითი შეზღუდვის დაწესების სახით.

საქმეზე მომდევნო პროცესი 9 მარტს, 14:00 საათზე გაიმართება.

2025 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს.

სიახლეები

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...

სტივენ დოუთი-საქართველოს მთავრობის კანონმდებლობა მიზანში იღებს NGO-ებს, ოპოზიციას

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი სამეფოს თემთა პალატის წევრის, იან დანკან სმიტის კითხვის...

ამჯერად, ვიღაცას ეყო პოლიტიკური ნება და გადაწყვიტა საქმის გახსნა-ნიკო კვარაცხელიას დედა

ქართული ოცნების პროკურატურის მიერ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან 5 წლის შემდეგ საქმის გახსნილად გამოცხადების მერე,...

უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...