მთავარისიახლეები"საქართველო როგორც არასდროს, ახლოსაა დამოუკიდებლობის სრულ დაკარგვასთან...მეგობრებო, რა დროს პარტიული განსხვავებებია" -...

“საქართველო როგორც არასდროს, ახლოსაა დამოუკიდებლობის სრულ დაკარგვასთან…მეგობრებო, რა დროს პარტიული განსხვავებებია” – მიხეილ სააკაშვილი

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომა ტრადიციულად მესამე პრეზიდენტის მიმართვით დაიწყო, სადაც მან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო არასდროს ყოფილა ასე ახლოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვასთან. მან ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა ყველამ გვერდზე უნდა გადადოს პარტიული განსხვავებები:

“საქართველო როგორც არასდროს, ახლოსაა დამოუკიდებლობის სრულ დაკარგვასთან, როგორც არასდროს ახლოსაა სახელმწიფოებრიობის გაუქმებასთან. 2008 წელს, როცა რუსეთი იდგა თბილისის კარიბჭესთან, მაშინ ბევრად უფრო მშვიდად ვიყავი და დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას არაფერი ემუქრებოდა და მთელი მსოფლიო გვიჭერდა მხარს, ახლა ჩვენ ჩაგვხსნეს მსოფლიო მხარდაჭერისგან და ახლა ცდილობენ რო გაგვყონ და დაგავანაწევრონ. რონალდ რეიგანმა თქვა, რომ ყოველ დროს ამერიკა არის ერთი თაობის იქით, თავისუფლების დაკარგვისგან. ეს თაობა გამოვიარეთ ჩვენ ბოლო 30 წელი და ჩვენ ვკარგავთ ახლა დამოუკიდებლობას.

ახლა უკვე ახალგაზრდა თაობამ აიტაცა ხელში ეს დროშა. მე ვიწინასწარმეტყველე ჩემ საბოლოო საპრეზიდენტო გამოსვლაში 2013 წელს, რომ ეს თაობა აუცილებლად იტყოდა თავის გადამწყვეტ სიტყვას. ეს ახალგაზრდები არ სვამენ კითხვას, თუ რა იქნება მათი ნაწილი დამოუკიდებელ საქართველოში, ისინი სვამენ კითხვას, იქნება თუ არა საქართველო და სად იქნება საქართველო. ისინი არ წვრილმანდებიან კარიერულ და პირად ეგოისტურ მოსაზრებებზე.

მე არ მესმის და სასოწარკვეთაში ვვარდები ხოლმე როდესაც იწყებენ ისევ ლაპარაკს პარტიულ განსხვავებებზე. მეგობრებო, რა დროს პარტიული განსხვავებებია, ქვეყანას ვკარგავთ, საქართველო იღუპება, საქართველო აღარ იქნება მსოფლიო რუკაზე. ვის გაახსენდება თქვენ პარტიები და თქვენი პროგრამები. ჩვენ დღეს გვჭირდება როგორც არასდროს ყველა განსხვავების, ყველა წყენის, ყველაფრის დავიწყება.” აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მესამე პრეზიდენტმა “ოცნების” მხარდამჭერებსაც მიმართა და მოუწოდა, გამოეყონ ხელისუფლებას, რომელსაც ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყავთ და იფიქრონ ქვეყანაზე და საკუთარ თავზეც.

“ბარბარე რაფალიანცის, 8 თვის ბავშვის სახელობის არის ეს ხელისუფლება არ დაგვავიწყდეს. მოსული არიან სისხლით, მაგრამ ახლა არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ბარბარე რაფალიანცით გააგრძელონ. არ უნდა მივცეთ საშუალება ესკალაციის და ძალადობის” აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის...

ელენე ხოშტარია-პირობას ვაძლევ პოლიტიკურ პატიმრებს, რომ ერთიანობისთვის ყველაფერს ვიზამ

"ნაბიჯი არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ სისტემას ვაჩვენოთ, რომ არ გვეშინია და ასე დამარცხდება...

ოცნებამ უნდა შეწყვიტოს განსხვავებული აზრის ჩახშობა, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები-დაუთი

საქართველოს ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ბოიკოტის გამო, უხეში მცდელობაა, აღიკვეთოს პოლიტიკური...

ირანის მიერ ისრაელზე სარაკეტო იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

ტრამპის განცხადების მიუხედავად, რომელმაც მსოფლიოს ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შესახებ ამცნო,...