მთავარისიახლეებიFinancial Times რუსულ კანონზე- თუ ამოქმედდება, ევროკავშირი გაწევრიანების პროცესს შეაჩერებს

Financial Times რუსულ კანონზე- თუ ამოქმედდება, ევროკავშირი გაწევრიანების პროცესს შეაჩერებს

Published on

Financial Times ავრცელებს ინფორმაციას, რომ “ევროკავშირი შეაჩერებს გაწევრიანების პროცესს, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში “უცხო ქვეყნის აგენტების” კანონი ამოქმედდება”.

სტატიაში ნათქვამია, რომ მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” სამშაბათს მიიღო აღნიშნული კანონპროექტი, მიუხედავად თვეების დემონსტრაციებისა და ბრიუსელის არაერთგზის გაფრთხილებისა.

ბლოკის გადაწყვეტილება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, სავარაუდოდ, განუსაზღვრელი ვადით გადაიდება, თუ კანონი ძალაში შევა, განუცხადა Financial Times-ს ევროკავშირის სამმა წარმომადგენელმა.

“ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვისაუბრეთ….” – ეუბნება გამოცემას ერთ-ერთი წყარო, “[საქართველოს მთავრობამ] იცის რა დევს ფსონზე”.

გამოცემასთან ოფიციალურ პირები ამბობენ, რომ თუ კანონი ძალაში შევა, კომისია არ გასცემს საქართველოსთან გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაციას.

სიახლეები

ნაურუმ ე.წ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნაურუმ ოკუპირებულ, თვითაღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები...

იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე სამი პირი დავაკავეთ – სუსი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო...

თინათინ ბერძენიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორად მეორე ვადით აირჩიეს

თინათინ ბერძენიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორად მეორე ვადით აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი სამეურვეო საბჭოს 8...

ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო – NAEC

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ამ...