მთავარისიახლეებისაზოგადოებავხვდებით ჩვენს პასუხისმგებლობას სამშობლოს წინაშე - ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა

ვხვდებით ჩვენს პასუხისმგებლობას სამშობლოს წინაშე – ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა

Published on

“ვხვდებით ჩვენს პასუხისმგებლობას სამშობლოს წინაშე და სტუდენტურ მოძრაობასთან ერთად ვგმობთ ყველანაირ ძალადობას,” – ამის შესახებ განცხადებას ქალაქ ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა ავრცელებს.

“მოგესალმებით! ჩვენ ვხვდებით ჩვენს პასუხისმგებლობას სამშობლოს წინაშე და სტუდენტურ მოძრაობასთან ერთად ვგმობთ ყველანაირ ძალადობას.

სსიპ ქალაქ ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა მიიჩნევს, რომ რუსული კანონპროექტი რადიკალურად ცვლის საქართველოს საგარეო ვექტორს ჩრდილოეთისკენ, რაც დამღუპველი იქნება ჩვენი ევროპული მომავლისთვის.

,,გირჩევთ” სხვა სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობებს რომ დააფიქსიროთ საკუთარი აზრი. თვითმმართველობა დამოუკიდებელი ორგანოა და დიდი მნიშვნელობა აქვს სასკოლო თუ არასასკოლო ცხოვრებაში.

პატივისცემით, სსიპ ქალაქ ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე – ირაკლი შონია,” – წერია განცხადებაში.

სიახლეები

ქართველი ხალხის დღის წესრიგი რუსეთთან დაბრუნება უნდა გახდეს – ალაუდინოვი მჟავანაძესთან

"დღეს დადგა დრო, როცა ქართველებმა ყველაფერი უნდა გაიხსენონ და თქვან: რუსებო, ჩვენ ყოველთვის თქვენთან...

გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას მოითხოვს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას...

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა – ელინა ვალტონენი

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა...

საია- შსს გავრილოვის ღამეს დაზარალებულს ზიანს არ უნაზღაურებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და...