მთავარისიახლეები"თქვენ რომ ყრუები, ბრმები და ივანიშვილის მონები არ იყოთ, უნდა გესმოდეთ ასი...

“თქვენ რომ ყრუები, ბრმები და ივანიშვილის მონები არ იყოთ, უნდა გესმოდეთ ასი ათასობით მოქალაქის ხმა” – წითლიძე “ოცნებას”

Published on

პატივია ყველა მოქნეული ხელი რეჟიმის მხრიდან საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში – განაცხადა ენმ-ის დეპუტატმა ანი წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას და სოლიდარობა გამოუცხადა აქციებზე დაკავებულ და ნაცემ ახალგაზრდებს, შემდეგ კი “ოცნების” წევრებს მიმართა და რეჟიმი უწოდა:

“თქვენ რომ ყრუები და ბრმები არ იყოთ, უნდა გესმოდეთ 100 ათასობით საქართველოს მოქალაქის ხმა, თქვენ რომ ივანიშვილის მონები არ იყოთ, როდის გინახავთ ამდენი სტუდენტი ქუჩაში, როდის გინახავთ ამდენი გამოსული სკოლის მოსწავლე ქუჩაში, როდის გინახავთ ამდენი პროფესორ-მასწავლებელი ქუჩაში, როდის გინახავთ ასეთი ერთიანი, ასეთი შეკრული საქართველო ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში? დღეს არა რუსულ კანონს უდრის, არა რუსულ რეჟიმს. თქვენ ხართ ლეგიტიმაციადაკარგული ხელისუფლება, თქვენ ხართ რეჟიმი, რომელიც თვალში დამიზნებით ესვრის ახალგაზრდებს, თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც თმებით ათრიეთ ქალი და რომელ ქართველობაზე უნდა გველაპარაკოთ. თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელიც ბავშვებს ურეკავთ, აშინებთ და აგინებთ, თქვენ ხართ რეჟიმი რომელიც სახლში უვარდებით ოპოზიციის ლიდერებს, სცემთ ახალგაზრდებს” განაცხადა წითლიძემ.

დეპუტატმა იმ რობოკოპებსაც მიმართა, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრანტებს არბევენ:

“ვის იცავთ? იცავთ რუსულ რეჟიმს, იცავთ ამ მშიშარა ადამიანებს, რომლებიც პარლამენტიდან სახლამდე ვერ მისულან და ეს რეჟიმი გაიძულებთ თქვენ საქართველოს მოქალაქეები სცემონ” აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას წითლიძემ

სიახლეები

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...

ნეთანიაჰუმ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აცნობა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი...

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....

საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება - წინასწარ ცნობილი დღის წესრიგის მიხედვით, ევროპარლამენტარები კენჭს...