მთავარისიახლეები"ფიცის გატეხისთვის და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს" - კობახიძე...

“ფიცის გატეხისთვის და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს” – კობახიძე თავდაცვის ძალების დღის ღონისძიებაზე პრეზიდენტს არ მიესალმა

Published on

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არ მიესალმა.

კობახიძე ამბობს, რომ მან ეს შეგნებულად გააკეთა და ქვეყნის მთავარსარდლის სიტყვას “შეუფერებელი” უწოდა. ამას გარდა, კობახიძემ ზურაბიშვილი “ფიცის გატეხასა” და “ქვეყნის ღალატშიც” დაადანაშაულა.

“ბატონ პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო დედაქალაქის მერო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, რიგითებო და კაპრალებო, პატივცემულო მოწვეულო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით.

ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი [სალომე ზურაბიშვილი] და ქართულ ჯარს არ ვაკადრებ გამოვეხმაურო მის პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის მაღალი თანამდებობისთვის. კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხისთვის და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს,” – თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, დღეს, 30 აპრილს საქართველოს თავდაცვის ძალების დღე აღინიშნება. რეკრუტებმა ღვთისა და ქვეყნის წინაშე სამხედრო ფიცი დადეს, რის შემდეგადაც ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე შეკრებილებს პრეზიდენტმა მიმართა.

სიახლეები

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...

“ოცნებამ” ევროსასამართლოში კიდევ ერთი საქმე წააგო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული გელა ჭიღლაძის საქმეზე გადაწყვეტილება...