მთავარისიახლეებისაზოგადოებასაბერძნეთში ქართველთა დაჯგუფების 5 წევრი დააკავეს

საბერძნეთში ქართველთა დაჯგუფების 5 წევრი დააკავეს

Published on

საბერძნეთში ქართველთა კრიმინალური ორგანიზაცია გამოვლინდა, რომლის წევრებიც ატიკის სხვადასხვა რაიონში სახლებს ძარცვავდნენ. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

პოლიციის განცხადების თანახმად, უშიშროების სიცოცხლისა და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი დევნის სამმართველომ დანაშაულებრივი ორგანიზაციის 5 ქართველი წევრი, 33, 34, 38 და 44 წლის ოთხი კაცი და 33 წლის ქალი, 2 აპრილს, ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავა. ორგანიზაციის ლიდერად 44 წლის კაცი დასახელდა.

ELAS-ის ცნობით, დაკავებულები სამიზნე სახლებს და მეპატრონეებს უთვალთვალებდნენ. ადგენდნენ სიგნალიზაციისა და კამერების არსებობას, აკვირდებოდნენ სამიზნეების გადაადგილებას, როდესაც ისინი სახლს ტოვებდნენ, იყენებდნენ ინფორმატორებსა და მამხილებლებს, როგორც ქურდობამდე, ასევე ქურდობის დროსაც. ისინი იჭრებოდნენ სახლებში და იპარავდნენ ძვირფასეულობასა და სხვა ნივთებს. იყენებდნენ საწმენდ საშუალებებს კვალის გასაქრობად და იდენტიფიცირების თავიდან ასაცილებლად კოდირებული სიტყვებით საუბრობდნენ.

პოლიციელებმა სახლებისა და ფიზიკური ჩხრეკისას ამოიღეს: მანქანა, მოტოციკლი, 3 ლეპტოპი, 370 ევრო, მობილური ტელეფონებისა და სიმ ბარათები, ელექტრომოწყობილობები, ქურდობის იარაღები, გასაღებები და ძვირფასეულობა.

გამოძიებიდან დაწყებიდან დღემდე გახსნილია ძარცვისა და სახლებიდან ქურდობის 16 ფაქტი. ეკონომიკური სარგებელი 690 000 ევროზე მეტს შეადგენს.

დაკავებულები პროკურატურაში გადაიყვანეს, პოლიცია კი გამოძიებას აგრძელებს

სიახლეები

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს – ადვოკატი

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს, ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა,...

ან თქვით, რომ რაღაცას ვიზამთ, ან თქვით, რომ არაფერი შეგიძლიათ – ხაბეიშვილი ოპოზიციას მიმართავს

ვარ თქვენი მონა-მორჩილი, რომელმაც ინგლისური არ იცის, რომელიც ელიტებს არ წარმოადგენს, რომელიც ლილოს ბაზრობაზე...

მეფრინველეობის ასოციაციაში ადასტურებენ, რომ სინამდვილეში კვერცხის ფასი დეკემბერში არსებულ ფასს გაუტოლდება

დღეს ცნობილი გახდა, რომ კვერცხის ფასი, რომელიც იანვარში გაძვირდა, 5 %- ით შემცირდება. მეფრინველეობის...

სტუ-ს აკადემიური საბჭო თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სრული შემადგენლობა თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია - აკადემიური საბჭოს დადგენილება...