მთავარისიახლეებიემიგრანტებმა საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით, საელჩოებთან მუდმივი აქციები უნდა მოაწყონ, ყველა პოლიტიკურმა...

ემიგრანტებმა საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით, საელჩოებთან მუდმივი აქციები უნდა მოაწყონ, ყველა პოლიტიკურმა ძალამ ძალები უნდა გავაერთიანოთ – მიხეილ სააკაშვილი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ უცხოეთში მყოფმა ქართველებმა აქციები უნდა გამართონ საქართველოს საელჩოებთან დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით. მისი განცხადებით, შედეგის მისაღწევად საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ და აქტივისტმა ძალები უნდა გააერთიანოს.

“უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს. ჩვენ დიდი ხანია ვიბრძვით ამისთვის.

ჩემი აზრით, უცხოეთში მყოფმა ქართველებმა ამ მოთხოვნით საქართველოს საელჩოებთან მუდმივი აქციები უნდა მოაწყონ. ამასთანავე, საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ და აქტივისტმა შედეგის დასადებად ჩვენი ძალები უნდა გავაერთიანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დაბლოკავს ამ თემას. არ უნდა დავაბლოკინოთ!” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სიახლეები

უკრაინამ 252 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ 252 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ...

Freedom House: საქართველომ თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნის სტატუსი დაკარგა

ისუფალი“ ქვეყნის სტატუსი კი პირველად 2012 წელს მიიღო და 2025 წლის ჩათვლით ინარჩუნებდა. Freedom House-ის...

თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს — მას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლო დარბაზიდან...

საქართველოში ამჟამად 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს- ჩხაიძე

საქართველოში ამჟამად 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ...