მთავარისიახლეებიკონფლიქტებითენგო ჭანიას ცხედარი ცხელი წერტილიდან გამოყვანილია - "აზოვმა" რთული მისია დაასრულა

თენგო ჭანიას ცხედარი ცხელი წერტილიდან გამოყვანილია – “აზოვმა” რთული მისია დაასრულა

Published on

უკრაინაში გმირულად დაცემული თენგო ჭანიას (“ჭანო”) ცხედარი ცხელი წერტილიდან მისმა თანამებრძოლებმა გამოიყვანეს.

თენგიზ ჭანია, იგივე “ჭანო” 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტისა და შსს განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი იყო.

“ჭანო” ამ მიმართულებაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების “აზოვის” მესამე მოიერიშე ბრიგადის შემადგენლობაში იბრძოდა, ის სხვა თანამებრძოლებთან ერთად იერიშში მონაწილეობდა.

მეგობრების თქმით, მტრის მიერ დაკავებულ პოზიციებზე შტურმის დაწყებისთანავე “ჭანო” ოკუპანტთა სანგარში ჩახტა, მყისიერი ცეცხლით გაანეიტრალა ოთხი ოკუპანტი, პოზიციები დაიკავა, თუმცა რამდენიმე წუთში ოკუპანტთა შვეულმფრენის მიერ გაშვებული უმართავი რეაქტიული რაკეტები (НУРС) რაკეტები სანგართან აფეთქდა – ისინი ოკუპანტებმა უკვე დაკარგული პოზიციის მიმართულებით გაისროლეს.

სწორედ ამ დროს დაიღუპა თენგო ჭანია…

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...