მთავარისიახლეებიპუტინმა ახსენა ნავალნის გვარი და დაადასტურა, რომ განიხილავდა მის გაცვლას

პუტინმა ახსენა ნავალნის გვარი და დაადასტურა, რომ განიხილავდა მის გაცვლას

Published on

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა კვირას საღამოს თავის საარჩევნო შტაბში გამოსვლისას ღიად ახსენა ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რომლის გვარის ხსენებასაც, როგორც წესი, თავს არიდებდა და მის გარდაცვალებას კოლონიაში “სამწუხარო მოვლენა” უწოდა.

პუტინმა ასევე დაადასტურა, რომ განიხილავდა მის გაცვლას, იმ პირობით, რომ ნავალნი რუსეთში არ დაბრუნდებოდა.

“რაც შეეხება ბატონ ნავალნის. დიახ, ის გარდაიცვალა, ეს ყოველთვის სამწუხარო მოვლენაა. […]

ბატონი ნავალნის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ზოგიერთმა კოლეგამ, ზოგიერთმა ადამიანმა მითხრა, რომ არსებობს იდეა, გაცვალონ ბატონი ნავალნი დასავლეთის ქვეყნებში ციხეში მყოფ ადამიანებზე. შეგიძლიათ დამიჯეროთ, ან არა, პირს, ვინც მელაპარაკებოდა, ჯერ არ ჰქონდა დასრულებული წინადადება და მე ვუთხარი: “თანახმა ვარ”. მხოლოდ ერთი პირობით: ვცვლით, რომ არ დაბრუნდეს. მაგრამ, სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა”, – თქვა პუტინმა.

ნავალნი 2021 წლის დასაწყისიდან იმყოფებოდა პატიმრობაში. 16 მარტს ცნობილი გახდა, რომ ის კოლონიაში გარდაიცვალა. რამდენიმე დღე ოჯახს ცხედრის ნახვის საშუალებას არ აძლევდნენ.

ნავალნი მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე, 1-ელ მარტს დაკრძალეს. ამ დღეს რუსეთში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

სიახლეები

ოკუპ. ცხინვალის ე.წ. საგარეო სამინისტრო- EU-ს მოვუწოდებთ, უარი თქვას პოლიტიკურ შანტაჟზე

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადება, რომელიც ასოცირების...

კანადა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

17 ნოემბერს კანადის ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კანადა უკრაინას სამხედრო...

ვახო სანაიამ მცხეთის იზოლატორი დატოვა

ვახო სანაიამ დღეს, 18 ნოემბერს, ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ მცხეთის იზოლატორი დატოვა. ჟურნალისტი ფეისბუკზე დაწერილი...

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევას 315 ადამიანი ემსხვერპლა

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 46 082 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - დაიღუპა 315, ხოლო დაშავდა...