მთავარისიახლეებიმსოფლიო"თავისუფალი რუსეთის ლეგიონი" ბელგოროდსა და კურსკზე ხელახალ შეტევას აანონსებს

“თავისუფალი რუსეთის ლეგიონი” ბელგოროდსა და კურსკზე ხელახალ შეტევას აანონსებს

Published on

პუტინის ამჟამინდელი რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი “თავისუფალი რუსეთის ლეგიონი” განცხადებას ავრცელებს, სადაც ბელგოროდსა და კურსკზე დარტყმებს აანონსებს და მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

ამავე დროს, ლეგიონი ადგილობრივ ხელისუფლებასაც აფრთხილებს, ურჩევს იფიქროს ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენაზე და დაიწყოს ევაკუაცია ბელგოროდისა და სმის ოლქებიდან.

შეგახსენებთ, რომ “თავისუფალი რუსეთის ლეგიონი”, რუსეთის მოხალისეთა კორპუსი და ციმბირის ბატალიონი გუშინ უკრაინის მხრიდან რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის, ტანკებით შეიჭრნენ და ორი დასახლებული პუნქტი დაიკავეს.

მათ იქედან პოლიცია და სამხედროები გააქციეს. მას შემდეგ, რაც დაკავებული დასახლებული პუნქტებისკენ კრემლმა დამატებითი ძალები გაგზავნა, რუსმა პარტიზანებმა რეიდი დასრულებულად გამოაცხადეს და უკან დაიხიეს, თუმცა, უახლოეს პერიოდში ახალი აქტივობის პირობა დადეს.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...