მთავარისიახლეებიზურაბიშვილის თქმით, წელს რუსეთის ჩარევის საფრთხის წინაშე დავდგებით, რადგან ოქტომბერში არჩევნებია

ზურაბიშვილის თქმით, წელს რუსეთის ჩარევის საფრთხის წინაშე დავდგებით, რადგან ოქტომბერში არჩევნებია

Published on

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მიმდინარე წელს საქართველო რუსეთის ჩარევის საფრთხის წინაშე დადგება, რადგან ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებია. ზურაბიშვილის თქმით, ბევრ ჩარევას უნდა ველოდოთ, რადგან საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს.

“ჩვენ უფრო ახლოს ვართ და რუსული სამსახურები ბევრად უკეთ გვიცნობენ. იცნობენ ხალხს, ჩვენს ხასიათს, ასე რომ, გარკვეულწილად, მათთვის უფრო ადვილია საქართველოში ჩარევა, რადგან ეს მათთვის ცნობილი ნიადაგია. ამავდროულად, ქართველი ხალხისათვის კარგად ნაცნობია საბჭოთა პროპაგანდა, რაც დიდად არ განსხვავდება დღევანდელი რუსული პროპაგანდისგან. ასე რომ, ჩვენთან შეიძლება გამძლეობა ცოტა უფრო მაღალია, მაგრამ ჩვენ ამის [რუსეთის ჩარევის] საფრთხის წინაშე მიმდინარე წელს დავდგებით, რადგან ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებია. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ბევრ ჩარევას უნდა ველოდოთ, საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, პრეზიდენტმა DW-სთან ისაუბრა ევროკავშირის გაფართოებაზე, რუსეთ-უკრაინის ომზე, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე…

პრეზიდენტს ჰკითხეს მიუნხენში, მთავრობის ნებართვის გარეშე ჩასვლაზეც, რაზეც მან უპასუხა, რომ შიდაპოლიტიკური ბრძოლები საქართველოშიცაა, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

“მთავარი საკითხი ისაა, რომ ჯერ კიდევ არაა ყველა პარტნიორის, ნატოს, ევროკავშირის მხრიდან უკრაინისადმი მასიური მხარდაჭერა, რომელიც მთავარი სოლიდარობის გამოხატულება უნდა იყოს. როგორც ქართველმა ვიცი, რომ მნიშვნელოვანია ის ბრძოლა, რომელსაც უკრაინა მთლიანად ევროპისთვის აწარმოებს. ჩვენ ვნახეთ რა ხდება, მაშინ როდესაც რუსეთი იჭრება სხვა ქვეყნებში, (ეს ჩვენთან ბოლო ორ საუკუნეში სამჯერ მოხდა), როდესაც საკმარისი მხარდაჭერა და რეაქცია არაა, და თუ რუსეთის არ შეაჩერებენ, ის განაგრძობს თავის ქმედებებს… ჩვენთვის, მაგალითად, შავი ზღვა მთავარია, ეს არის ჩვენი სასიცოცხლო კავშირი ევროპასთან, მაგრამ ეს ასევე ევროპის საკითხიცაა.

შავი ზღვის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებაა, სწორედ ეს დევს სასწორზე, როდესაც ვსაუბრობთ ყირიმზე-უკრაინაზე, საქართველოზე და რუსეთის გეგმებზე ააშენოს სამხედრო ბაზა შავი ზღვის სანაპიროზე. ეს ყველაფერი გავლენას მოახდენს მომავალ გეგმებზე, სტრუქტურული ინვესტიციების უფრო მეტად გაფართოებაზე, რითაც უნდა დაუკავშირდეს [ევროპა] დანარჩენ ცენტრალურ აზიას, რომელიც რესურსების ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა. აქ ბევრი რამ არის სასწორზე… არ მგონია, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში რაიმე შეიცვალოს. ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს, არის ის, რომ რუსეთის გავიდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან, იქნება ეს უკრაინისა თუ საქართველოსი. ესაა ევროპის უსაფრთხოების მომავალი და არა ის, რომ ევროპის გვერდით იყოს ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებელი ქვეყნების ტერიტორიებს იკავებს,” – ამბობს ზურაბიშვილი.

სიახლეები

112-მა პარლამენტთან აქციების ფონზე სახის და ემოციების ამომცნობი 30 კამერა იყიდა

პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების დაწყების შემდეგ 112-მა ჩინური წარმოების 30 სათვალთვალო კამერა შეისყიდა, რომლებსაც ადამიანების...

სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან აქციის მონაწილეებს შეხვდა

ოლიგარქის ხმოსნების მიერ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ ორბელიანის სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებთან ლეგიტიმური პრეზიდენტი...

“არალეგიტიმური პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა არაკონსტიტუციურია” – ISFED

"სამართლიანი არჩევნების" განცხადებით, არალეგიტიმური პარლამენტის ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის პრეზიდენტის არჩევნების თარიღის დანიშვნა და...

“საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი”- მიჰკელსონი

"საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ესტონეთის პარლამენტის...