მთავარისიახლეებისაზოგადოება"პოლიტიკური სიბეცე" - წულუკიანი პრეზიდენტს აკრიტიკებს

“პოლიტიკური სიბეცე” – წულუკიანი პრეზიდენტს აკრიტიკებს

Published on

თეა წულუკიანმა საქართველოს პრეზიდენტზე იერიში მიიტანა და გააკრიტიკა იმის გამო, რომ ამ დრომდე არ მიულოცავს აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის არჩევნებში გამარჯვება. მან “პოლიტიკურად სიბეცე” უწოდა პრეზიდენტის მხრიდან დუმილს და პარტნიორი ქვეყნის პირველი პირისთვის მისალოცი განცხადების არ გაკეთებას.

ვიცე-პრემიერმა პრეზიდენტი ე.წ. პატრონებისგან მიღებული დავალებების შესრულებაში დაადანაშაულა და გააგრძელა “ოცნების” რიტორიკა, რომ სალომე ზურაბიშვილს ქვეყანაში საფრთხეების გაზრდა სურს.

პრეზიდენტის დუმილი ამ წუთამდე, რომელიც გულისხმობს ბატონი ალიევისთვის გამარჯვების მილოცვისგან თავს შეკავებას, მე ვფიქრობ, დამაზიანებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის. ეს ის რეგიონია, ჩვენ გვინდა, ყველას, შევახსენოთ ჩვენს პრეზიდენტს, სადაც გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების რისკები არის გაზრდილი ბოლო წლებში, რომ საქართველოს მთავრობა დღენიადაგ იმისთვის ზრუნავს, რომ ეს რისკები დააზღვიოს და ამის ფონზე, პრეზიდენტი, რომელიც არის მთავარსარდალი, თავს იკავებს მიულოცოს ჩვენს მეზობელ, პარტნიორ, მეგობარ სახელმწიფოს არჩევნებში მეთაურს გამარჯვება. ეს პოლიტიკურად სიბეცეს ნიშნავს, მაგრამ ეს კიდევ არაუშავს, ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს დავალებების შესრულებას ე.წ. პატრონებისგან და მისი მიზანი უნდა იყოს არა ის, რომ როგორც პრეზიდენტმა დააზღვიოს ჩვენი ქვეყნის საფრთხეები წინასწარ, იქონიოს მაქსიმალურად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა, როგორიცაა აზერბაიჯანი, არამედ პირიქით, უფრო მეტი რისკი იყოს ამ ქვეყანაში და ეკონომიკური საფრთხეები გაიზარდოს, როგორც ჩანს ეს არის მისი მიზანი, რაც მინიმუმ, დასანანია.
ასევე, ახსნა იმის შესახებ, რომ არ არის დადასტურებული გამარჯვება და ამიტომ არ ულოცავს ის ბატონ ალიევს, რა თქმა უნდა, ეს გაზიარებული არ იქნება, იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს თუნდაც ერთი მაგალითი, როდესაც ქალბატონმა სალომემ ბატონ მაკრონს ოფიციალურად დადასტურებამდე არჩევნების შედეგებისა, მიულოცა, რაც აბსოლუტურად ბუნებრივი და მისასალმებელი იყო მაშინ,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სიახლეები

22 წლის ზუგდიდელი ახალგაზრდა, რომელიც თბილისში დაშავდა, რეანიმაციაში გადაიყვანეს

ინგოროყვას სახელობის კლინიკაში აცხადებენ, რომ ახალგაზრდა, რომელმაც გუშინ თვალის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო რეანიმაციულ...

“კატეგორიულად ვგმობთ საქართველოს მოსახლეობის თავისუფალ ნებაზე სასტიკ ძალადობას” – ყოფილი საჯარო მოხელეები

ყოფილი საჯარო მოხელეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ "კატეგორიულად გმობენ საქართველოს მოსახლეობის თავისუფალ...

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი “ოცნებას” მოუწოდებს, შეცვალოს “ევროპული ღირებულებებისგან გადახვევის მავნე კურსი”

დიდი ბრიტანეთის ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დოუტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს...

დღეს დილიდან გაიფიცნენ ზუგდიდის სხვა და სხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები

ახალგაზრდები რუსული რეჟიმის წინაღმდეგ! დღეს დილიდან გაიფიცნენ ზუგდიდის საჯარო სკოლის სხვა და სხვა მოსწავლეები,...