მთავარისიახლეებიმსოფლიოვინ არის უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი სარდალი ოლექსანდრ სირსკი

ვინ არის უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი სარდალი ოლექსანდრ სირსკი

Published on

ოლექსანდრ სირსკი, რომელმაც ვალერი ზალუჟნი ჩაანაცვლა, უკრაინის გმირია, მას გენერლის წოდება აქვს და გუშინდელ დღემდე უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალი იყო.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ოლექსანდრ სირსკის იდეა იყო და მისი უშუალო მონაწილეობით დაიგეგმა და განხორციელდა მოულოდნელი ოპერაცია ხარკოვის მიმართულებით, რომელმაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საშუალება მისცა, რუსი ოკუპანტები წინ გაერეკათ, დასახლებები ელვისებური სისწრაფით გაეთავისუფლებინათ და დაკარგული ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაებრუნებინათ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების სარდლად გენერალი ოლექსანდრ სირსკი წარადგინა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდენტი ზალუჟნის შეხვდა, უკრაინის ორწლიანი დაცვისთვის მადლობა გადაუხადა და მასთან ერთად განიხილა ახალი სარდლის კანდიდატურები. ზელენსკი ამბობს, რომ ზალუჟნის მის გუნდში დარჩენა შესთავაზა.

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...