მთავარისიახლეებისაზოგადოებააშშ-ს სენატმა უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა

აშშ-ს სენატმა უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა

Published on

სენატმა მხარი დაუჭირა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, 95 მილიარდი დოლარის დახმარება, უკრაინას, ისრაელსა და ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში უნდა გაიგზავნოს. სადავო კანონპროექტის შესახებ ვნებათაღელვა არ წყდება, ჯერ კიდევ ორი დღის წინ იგივე პაკეტი დაბლოკეს რესპუბლიკელებმა. ვიდრე დოკუმენტი დასკვნით კენჭისყრაზე გავა, სენატორები ცვლილებებზე იმსჯელებენ.

კანონპროექტი უკრაინისთვის $61 მილიარდის, ისრაელისთვის $14 მილიარდის და ინდოეთსა და წყნარ ოკეანეში აშშ-ს პარტნიორების, მათ შორის ტაივანისთვის, $4.83 მილიარდს ითვალისწინებს. გარდა ამისა, ფინანსურ პაკეტში $9.15 მილიარდი მსოფლიოს კონფლიქტის ზონებში დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად არის გამოყოფილი.

“ეს არის დადებითი პირველი ნაბიჯი. ეს კანონპროექტი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის, უკრაინასა და ისრაელში ჩვენი მეგობრების უსაფრთხოებისთვის, ღაზაში უდანაშაულო მოსახლეობისათვისა და ტაივანისთვის”. – თქვა სენატის უმრავლესობის დემოკრატმა ლიდერმა, ჩაკ შამერმა.

შემდეგ ეტაპზე, სენატი კანონპროექტის შესახებ დებატებს მოაწყობს. თავდაცვის დახმარების ფინანსური პაკეტის საბოლოო ფორმის ჩამოყალიბებას შესაძლოა დღეები დასჭირდეს.

“ამ კანონპროექტზე ვიმუშავებთ, სანამ სამუშაოს არ დავასრულებთ”. – თქვა შამერმა.

სენატის მიერ კანონის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, ის ასევე წარმომადგენელთ პალატამ უნდა დაამტკიცოს, რომელშიც რესპუბლიკელები უმრავლესობას წარმოადგენენ.

სიახლეები

რეპრესიული აპარატი მოშლილია, თავისუფლების დრო დადგა – ირანის ბოლო შაჰის შვილის მიმართვა

გუშინ საღამოს მიმართვა გაავრცელა ირანის ბოლოს შაჰის დევნილმა შვილმა რეზა ფეჰლევიმ. "ძვირფასო ირანელებო, დებო და...

SJC მაჩალიკაშვილის საქმეზე-საქართველო ვალდებულია, გამოძიება განაახლოს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 10-12 ივნისს გამართულ ადამიანის უფლებათა სხდომაზე შეაფასა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის...

EU-ში მესამე ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი მექანიზმები მიიღეს

მინისტრთა საბჭომ და ევროპარლამენტმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც განახლდა მექანიზმები მესამე სახელმწიფოებთან უვიზო მიმოსვლის...

ოცნება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აუქმებს

ქართული ოცნება ივანიშვილის პარლამენტს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ლიკვიდაციის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს, საბჭოს უფლებამოსილებას...