მთავარიUncategorizedნინო კვიტაიშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვა

ნინო კვიტაიშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვა

Published on

თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ნინო კვიტაიშვილი ენმ-ს ტოვებს და საკრებულოს დამოუკიდებელ წევრად რჩება. კვიტაიშვილი ფეისბუქზე წერს, რომ ფრაქციის თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ პარტიისა და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეების სახელით, არჩევანის გაკეთება მოსთხოვა მოქმედ მენეჯმენტსა და ნიკა გვარამიას შორის:

“ვტოვებ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და შესაბამისად თბილისის საკრებულოში ფრაქციას. ვრჩები საკრებულოს დამოუკიდებელ წევრად. დღეს, ფრაქციის თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის, და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის ზაზა გოგავას სახელით, საკითხი დამიყენა ასე: ან ემორჩილები პარტიის მენეჯმენტს, მის დავალებებს, ან ირჩევ საკუთარ გზას და ნიკა გვარამიას. გასაგებია და ალბათ ლოგიკურიც: პარტიის მენეჯმენტში მომხდარი ცვლილებების მიმართ ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება არასდროს დამიმალავს და რაკიღა პარტიას დღეს ეს საკმარის წინაპირობად მიაჩნია ჩემი ნაცმოძრაობის რიგებში არყოფნისთვის, მე არ ვაპირებ დაველოდო გარიცხვას და თავად დავტოვებ ნაცმოძრაობას.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას, ის ჩემი დიდი ხნის მეგობარია და დღეს საქართველოში პოლიტიკურ ველზე მყოფთაგან ერთადერთ ადამიანი, ვისაც ქართული ოცნების პერიოდში ნულიდან წარმატების შექმნის გამოცდილებაც აქვს და ქოცებთან გამარჯვებებისაც. ზუსტად ვიცი, ახლაც ის შეძლებს ცვლილებების მოტანას და ქართული ოცნების დამარცხებას. მის გარეშე მე ამ ბრძოლას ვერ ვხედავ. ვირჩევ გზას მის ახალგაზრდა იდეალისტების გუნდთან ერთად, რომელთაც უკვე კარგად ვიცნობ და მათი კომპეტენციით, გამბედაობით და ბრძოლისა და ცვლილებების ჟინით სრულიად აღფრთოვანებული და ძალიან მოტივირებული ვარ.

თავისუფლებას და ჯანმრთელობას ვუსურვებ პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილს. წარმატებას ვუსურვებ ნაციონალურ მოძრაობასაც. როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება, ენმ-ის წარმატება ქვეყნის წარმატებისთვის იყო და რჩება მნიშვნელოვან წინაპირობად.” წერს კვიტაიშვილი.

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...