საქართველო რუსების მიერ ბიზნესის დარეგისტრირებით ლიდერი ქვეყანაა

0
127

საქართველო რუსების მიერ ბიზნესის დარეგისტრირებით ლიდერი ქვეყანაა. მონაცემები Forbes-ისთვის კომპანია Finion-ის ანალიტიკოსებმა შეადგინეს.

მონაცემების მიხედვით, მეორე ადგილზე ყაზახეთია, ხოლო მესამეს სომხეთი და მონტენეგრო ინაწილებენ.

2023 წლის შედეგებით, რუსების მიერ საქართველოში რეგისტრირებული ახალი კომპანიების საერთო რაოდენობა, მინიმუმ, 13,000 სუბიექტს შეადგენს, ხოლო წინა 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის თებერვლამდე რუსეთის მოქალაქეებისთვის, დაახლოებით, 16,000 ინდივიდუალური მეწარმე დარეგისტრირდა.

Finion საქართველოში რუსული კომპანიების ასეთი მასიური გახსნის რამდენიმე მიზეზს ასახელებს, როგორიც არის სუფთა სტატისტიკა, ანუ ქვეყანაში რუსებისს აქტიური შედინება, ასევე, ბიზნესის რეგისტრაციის მოსახერხებელი პირობები და საგადასახადო სისტემა.

მეორე ადგილზე გასულ ყაზახეთში რუსი მფლობელებით 6,100 ახალი კომპანია დარეგისტრირდა, მაშინ, როცა ერთი წლით ადრე რუსებმა ქვეყანაში 3,500-მდე კომპანია დააარსეს.

სომხეთში 2023 წლის შედეგებით რუსების მიერ გახსნილი კომპანიების რაოდენობამ 3,400 სუბიექტი შეადგინა.

მონტენეგროში რუსებმა 2023 წელს, ასევე, 3,400 ახალი კომპანია გახსნეს, მაშინ, როცა 2022 წელს ქვეყანაში მხოლოდ 2600 რუსული კომპანია დაარსდა.

სხვა ქვეყნების მონაცემები ასეთია:
სერბეთი – 2023 წელს – 3,000 რუსული იურიდიული პირი, 2022 წელს – 6,000, 2021 წელს – 2,000
თურქეთი – მხოლოდ 2023 წელს 2,750, მთლიანობაში კი 2023 წლის ბოლომდე დარეგისტირერებული რუსული კომპანიების რაოდენობამ ქვეყანაში 23,713-ს მიაღწია
არაბეთის გაერთიანებული საემიროები – 2023 წელს, დაახლოებით, 950–1000 იურიდიული პირი. 2022 წელს, დაახლოებით, 850 კომპანია
უზბეკეთი – 2023 წელს 745 კომპანია, რაც, წინა წელთან შედარებით, 20%-ით ნაკლებია

წინა სტატიადავიწყებთ მუშაობას ჩვენ რეფორმებზე, რომ მოვემზადოთ 30+ წევრიანი კავშირისთვის – ლაიენი
შემდეგი სტატია“მჩაგვრელი და დამამცირებელი გარემო არ უწყობს ხელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური