მთავარისიახლეებიCOVID 19-ის სამკურნალო "პაქსლოვიდის" და "რემდესივირის" არსებულ მარაგს ვადა გაუვიდა - ცერცვაძე

COVID 19-ის სამკურნალო “პაქსლოვიდის” და “რემდესივირის” არსებულ მარაგს ვადა გაუვიდა – ცერცვაძე

Published on

დღეიდან სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი აღდგა, რაც სპეციალისტებისთვის აჩენს ვარაუდს, რომ კლინიკებში პაციენტების მიმართვიანობა გაიზრდება და ეპიდსიტუაცია გართულებდა. საუბარია გრიპის ვირუსზე, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ქვეყანაში ცირკულირებს. ექიმები ამბობენ, რომ დაახლოებით სრული ავადობის 50% დღეს A ტიპის ვირუსზე მოდის. სავარაუდოა, რომ გაიზრდება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებიც.

ციციშვილის კლინიკის დირექტორი, მაია ჩხაიძის თქმით, მოსალოდნელია, რომ იანვრის ბოლოს, თებერვლისთვის კიდევ უფრო მოიმატებს ა გრიპის შემთხვევები. ის მოსახლეობას ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

“3 იანვრიდან პრაქტიკულად ვცხოვრობთ კლინიკებში, განსაკუთრებით პედიატრები, იმიტომ, რომ ბავშვთა ასაკში განსაკუთრებით რთული მიმდინარეობით გამოირჩევა, ეს არის მაღალი სიცხე, ხშირ შემთხვევაში არის ფაღარათი, გულისრევა, ძლიერი ადინამია ანუ მივარდნილობა, მართვა ძალიან გართულებულია პაციენტებში ბინის პირობებში, რაც მშობლების პანიკას და შესაბამისად ჰოსპიტალური სექტორის არასწორ გადატვირთვას იწვევს. […] შაბათის მაგალითით შემიძლია ვთქვა, რომ შუადღეს შემოსული პაციენტის გვიან საღამომდე მოთავსება ვერ მოვახერხეთ”, – ამბობს პედიატრი ლალი ჯანაშია.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ კი “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში თქვა, რომ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატებს – “პაქსლოვიდის” და “რემდესივირის” არსებულ მარაგს ვადა გაუვიდა.

“ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში
“პაქსლოვიდის” და “რემდესივირის” ახალი პარტია შემოვიდეს. რაც შეეხება იმუნიზაციის პროცესს, იცით, რომ სამწუხაროდ, საქართველოში მოსახლეობის COVID-19 ვაქცინაციით მოცვა ძალიან დაბალი იყო. ეს განაპირობა მოსახლეობის სკეპტიკურმა დამოკიდებულებამ იმუნიზაციისადმი, ასევე ანტივაქსერების მიერ გაჩაღებულმა კამპანიამ, რომელში რამდენიმე ცნობილი ექიმიც კი იყო ჩართული, რაც ძალიან სამწუხაროა.

პირველი თაობის ვაქცინები მორგებული იყო იმ პერიოდში გავრცელებულ შტამებზე და პრაქტიკულად ვერ იცავდა, ან ნაკლებად იცავდა “ომიკრონის” შტამისგან. სადღეისოდ უკვე შემუშავებულია ახალი თაობის ვაქცინები, რომლებიც “ომიკრონის” შტამზეა მორგებული. უფრო სწორად, ეს ვაქცინები ყველა არსებული შტამისგან იცავს პაციენტს, მათ შორის “ომიკრონის” ქვევარიანტებისგან. ეს ვაქცინები საქართველოში ჯერ შემოტანილი არ არის. რამდენადაც ვიცი, მოლაპარაკება მიმდინარეობს და ახალი თაობის ვაქცინებს შემოიტანენ”, – ამბობს ცერცვაძე.

სიახლეები

ჩინეთის 2-მა მოქალაქემ თვითმფრინავში მგზავრები გაქურდა-დაკავებულია ორი პირი

სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ...

მითხრა, რომ თბილისზე სიუჟეტს აკეთებდა და შეკითხვები დამისვა, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ-კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთ რუსულენოვანი ბლოგერისთვის ინტერვიუს მიცემაში პრობლემას ვერ ხედავს. ამის...

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინელებმა თათრეთის რესპუბლიკაში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნიჟნეკამსკში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, -...

ამ კვირაში გვექნება ახალი კონტაქტები შუამავლებთან – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამშვიდობო პროცესის შუამავლებთან ახალი კონტაქტები, ასევე საჰაერო თავდაცვის მომარაგების...