მთავარისიახლეებინეთანიაჰუმ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

ნეთანიაჰუმ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

Published on

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აცნობა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი კანდიდატურა წამოაყენა. როგორც სააგენტო „ბლუმბერგი“ იუწყება, ამის შესახებ ნეთანიაჰუმ ტრამპს ორშაბათს, თეთრ სახლში, ვახშმობის დროს განუცხადა.

მსურს, ბატონო პრეზიდენტო, გადმოგცეთ წერილი, რომელიც ნობელის კომიტეტს გავუგზავნე. ამ წერილით თქვენი კანდიდატურა წარდგენილია მშვიდობის პრემიაზე – სრულიად დამსახურებულად, და ეს ჯილდო უნდა მიიღოთ, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ნეთანიაჰუ ერთადერთი უცხოელი ლიდერი არ არის, რომელმაც ტრამპი ნობელის პრემიაზე წარადგინა. გასულ თვეში პაკისტანმაც განაცხადა, რომ მის კანდიდატურას დააყენებს.

ტრამპი უკვე დიდი ხანია, ნობელის მშვიდობის პრემიის მოპოვებისკენ ისწრაფვის და არაერთხელ გამოუთქვამს უკმაყოფილება იმის გამო, რომ მისი წინამორბედი, ბარაკ ობამა, პირველივე საპრეზიდენტო ვადაში, 2009 წელს, ამ ჯილდოს მფლობელი გახდა.

ნეთანიაჰუს განცხადებაზე საპასუხოდ, ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა სწორედ ისრაელის პრემიერისგან „მნიშვნელოვანი და ფასეულია“.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...