მთავარისიახლეებიღარიბაშვილი დღეს მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშს წარადგენს - ოპოზიცია შეხვედრაზე არ...

ღარიბაშვილი დღეს მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშს წარადგენს – ოპოზიცია შეხვედრაზე არ მიუწვევიათ

Published on

დღეს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშს წარადგენს. შეხვედრა სასტუმრო “შერატონში” გაიმართება, რომელსაც “ქართული ოცნების” წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და უმრავლესობის დეპუტატები დაესწრებიან, თუმცა ოპოზიციონერებს მიწვევა არ მიუღიათ.

ღარიბაშვილი, სავარაუდოდ, ბევრს ისაუბრებს მიღწევებზე და წინსვლაზე, თუმცა შეეხება თუ არა ის მაგალითად რუსულ ოკუპაციას და ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებს, უცნობია. დიდი ალბათობით ღარიბაშვილი არც მედიის კითხვებს უპასუხებს. ემიგრაცია, სოციალურად დაუცველები, ევროინტეგრაციის გზაზე საჭირო რეფორმები – ამ თემებზე კითხვებს, სავარაუდოდ, არავინ დასვამს. ოპოზიცია პოპულისტური გზავნილებით სავსე ანგარიშს ელოდება.

“ყველაფერზე ისაუბრებს რა წარმატებები გვქონდა თუ რა არის გასაკეთებელი ქვეყანაში, ყველაფერზე ისაუბრეს, რა არ აქვს სასაუბრო?! წარმატებებზე და რა არის გასაკეთებელი კვლავ კიდევ წარმატება რომ იყოს”, – ამბობს “ოცნების” დეპუტატი, ბეჟან წაქაძე.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...