მთავარისიახლეებისაზოგადოება"გამარჯვების პლატფორმა" რონ ნერინგანს შეხვდა

“გამარჯვების პლატფორმა” რონ ნერინგანს შეხვდა

Published on

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, თანაგუნდელებთან ერთად, ლიდერობის ინსტიტუტის საერთაშორისო პროგრამების დირექტორთან, სტრატეგიებისა და კომუნიკაციების ექსპერტ რონ ნერინგთან შეხვედრას მართავენ.

როგორც ხაბეიშვილი ამბობს, ისინი 2024 წლის არჩევნებისთვის და “რუსული ოცნების” დამარცხებისთვის ემზადებიან. მისი თქმით, ეს 3-დღიანი შეხვედრაც იმას ემსახურება, რომ “გამარჯვების პლატფორმამ” საბოლოო გამარჯვება 2024 წლის არჩევნებზე გაიფორმოს.

“სტრატეგიული კომუნიკაციები და კამპანიის მართვა, აი ამ თემასთან დაკავშირებით, სამი დღის განმავლობაში გვექნება ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად სამუშო შეხვედრა და შესაბამისად ვემზადებით რუსული პარტიის დასამარცხებლად. შეხვედრებით, რომელიც სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, ემსახურება ერთადერთ რამეს, ნაციონალური მოძრაობა, “გამარჯვების კოალიციას”, კამპანია წარმართოს ისე, რომ გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა,” – ამბობს ხაბეიშვილი.

გიორგი ვაშაძე კი აღნიშნავს, რომ უმნიშვნელოვანესია ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერა მთავარ საკითხში, თუ როგორ უნდა დამარცხდეს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რუსული დეზინფორმაცია.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...